კახა კალაძე კაია კალასზე: რუკა რომ მიუტანო, ვერ გაჩვენებს საქართველო სად არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 ოქტომბერი 2026, 13:41

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ლუქსემბურგში, ევროკავშირის მინისტერიალამდე კაია კალასის მიერ საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვისაც სწორი დამოკიდებულება აქვს და პოლიტიკური სპეკულაციებით დაკავებული არ არის, ყველამ კარგად იცის საქართველოს მნიშვნელობა.

კალაძის თქმით, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასს საქართველოს რუკაზე პოვნაც კი გაუჭირდება.

„კაია კალასს რუკა რომ მიუტანო, ვერ გაჩვენებს საქართველო სად არის, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? ყველა ნორმალურ ადამიანს, ვისაც აქვს სწორი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და ადგილი არ აქვს რაღაც პოლიტიკურ სპეკულაციებს, იცის საქართველოს მნიშვნელობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, ვიცით რა არის მთავარი ინტერესი - როგორმე თავიანთი აგენტურული ქსელის წარმომადგენლები მოიყვანონ ქვეყნის სათავეში, რომ შემდეგ ქვეყანა საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ და გააკეთებინონ, რაც მათ უნდათ, რაც უკრაინაში ხდება. ეს არის მართლაც სამწუხარო და გულდასაწყვეტი მაგალითი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა როგორც ეკონომიკური, ისე დემოკრატიის განვითარების კუთხით.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველამ ძალიან კარგად იცის საქართველოს მნიშვნელობა - ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე და სხვა თვალსაზრისითაც საქართველო მოწინავე ქვეყანაა. გადავხედოთ ბოლო წლების განმავლობაში როგორია ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არა ისე, როგორც მათ აწყობთ, რომ აგინო, ბილწსიტყვაობა გამოიყენო, შეურაცხყოფა მიაყენო, დააბულინგო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები. თუ სხვანაირად ფიქრობ, გადაგივლიან. ეს მათთვის დემოკრატიაა, ჩვენთვის არ არის ეს დემოკრატია. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება და შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს და ასეთ ქვეყანას ვაშენებთ ჩვენ“, - აღნიშნა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვეტერანების დახმარების მინიმუმ გაორმაგება, მარჩენალდაკარგული ბავშვების სოციალური გასაცემელის გაზრდა და უფასო რეზიდენტურა - ეს არის ის სამი თემა, რომელიც მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული განახლებულ ბიუჯეტში
სოზარ სუბარი: ადამიანები, რომლებიც ჩვენს ძიუდოისტებს ლანძღავენ, მათ ვერაფერს დააკლებენ. უბრალოდ, თავიანთ თავს აყენებენ ზიანს და კიდევ ერთხელ ავლენენ იმას, რომ არაფერს წარმოადგენენ, არც საქართველო უყვართ და არც საქართველოს წარმატება ახარებთ
ზაქარია წიკლაური: რა პასუხს გასცემენ “არაღიარებული ხელისუფლების” მიერ შეწყალებული 4 ოქტომბრის შემოქმედები იმ ახალგაზრდებს, ვინც მათი მიზეზით ციხეში რჩებიან?
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს - მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია
არქივი