ირაკლი კობახიძე: 555 ლარამდე იზრდება 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისათვის პენსია, მთავრობის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარი გახდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 ოქტომბერი 2026, 14:55

555 ლარამდე იზრდება 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისათვის პენსია, ამას მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ზრდა, რაც იყო გათვალისწინებული 70 წლამდე პენსიონერებისათვის, შესაბამისად, ჩვენ

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეძლებისდაგვარად მივუახლოოთ 70 წლამდე პენსიონერების პენსია 70 წელს მიღწეულ და გადაცილებულ პენსიონერთა პენსიას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერის თქმით, 70 წლამდე პენსიონერებისათვის მხოლოდ 20 ლარით ზრდა იყო გათვალისწინებული.

„70 წელს გადაცილებული პენსიონერებისათვის ისედაც არის გათვალისწინებული ინდექსაციით მეტი ზრდა. 555 ლარამდე იზრდება მათთვის პენსია. ამას ჩამორჩებოდა მნიშვნელოვნად ის ზრდა, რაც იყო გათვალისწინებული 70 წლამდე პენსიონერებისათვის. 20 ლარი იყო ზრდა მხოლოდ. იქ იყო 60 ლარი, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეძლებისდაგვარად მივუახლოოთ 70 წლამდე პენსიონერების პენსია 70 წელს მიღწეულ და გადაცილებულ პენსიონერთა პენსიას. გამომდინარე იქიდან, რომ აქ ინდექსაცია ნაკლებ მატებას ითვალისწინებს, საგანგებო ზომა მივიღეთ სწორედ 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - ძალიან კარგია, რომ ევროკავშირის ელჩს აქვს შესაძლებლობა, იცეკვოს საქართველოში, ღმერთმა შეარგოს ცეკვა და მოლხენა, უბრალოდ გაიაზროს, რომ მისთვის რომ დაგვეჯერებინა, ალბათ, ევროკავშირის ელჩიც არ იქნებოდა საქართველოში, ევაკუირებული იქნებოდა
შალვა პაპუაშვილი - რუსეთის გადაწყვეტილება რამდენიმე კომპანიის მიმართაა და არა ზოგადად ღვინისა და სხვა სასმელის მიმართ, გასაკვირია! ხელისუფლება გაერკვევა და იმედია, შეიცვლება პოზიცია - სხვადასხვა აქტორის ინტერპრეტაციები ცალკე ინტერპრეტაციებია
ირაკლი კობახიძე - ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე, ოლას“ არ მღერიან
პრემიერი: საერთოდ ხმას არავინ იღებს იმ ქმედებებზე, რომელსაც ვხედავთ პრაქტიკულად მთელი ევროპის მასშტაბით, მაშინ, როდესაც თავის დროზე სანქციებიც კი აამოქმედეს ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების წინააღმდეგ
ირაკლი კობახიძე: ნომინალური ეკონომიკა წლის ბოლომდე 10%-ზე მეტით გაიზრდება და ეს ეკონომიკური ზრდა გვაძლევს ჩვენ ინდექსაციის მიღმაც პენსიების გაზრდის შესაძლებლობას
არქივი