ირაკლი კობახიძე - ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე, ოლას“ არ მღერიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 ოქტომბერი 2026, 15:04

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე, ოლას“ არ მღერიან. ეს არის ჩემი გზავნილი მის მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა კახეთში, ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, სადაც ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ მღეროდა და უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „რამდენად ჯდება ჰერჩინსკის ქმედებები დიპლომატის ფუნქციებში?“

კობახიძის შეფასებით, კახეთში გამართულ ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩის ქმედებები წარმოადგენს ვენის კონვენციის პირდაპირ დარღვევას.

„რა თქმა უნდა, არ ჯდება. ეს ქმედებები არის ვენის კონვენციის პირდაპირი დარღვევა. გარდა ამისა, ერთი გამონათქვამი მინდა გავიხსენო, რომ „ბრძოლის შემდეგ მუშტებს არ იქნევენ“. ასევე, ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე, ოლას“ არ მღერიან. ეს არის ჩემი გზავნილი მის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - ძალიან კარგია, რომ ევროკავშირის ელჩს აქვს შესაძლებლობა, იცეკვოს საქართველოში, ღმერთმა შეარგოს ცეკვა და მოლხენა, უბრალოდ გაიაზროს, რომ მისთვის რომ დაგვეჯერებინა, ალბათ, ევროკავშირის ელჩიც არ იქნებოდა საქართველოში, ევაკუირებული იქნებოდა
შალვა პაპუაშვილი - რუსეთის გადაწყვეტილება რამდენიმე კომპანიის მიმართაა და არა ზოგადად ღვინისა და სხვა სასმელის მიმართ, გასაკვირია! ხელისუფლება გაერკვევა და იმედია, შეიცვლება პოზიცია - სხვადასხვა აქტორის ინტერპრეტაციები ცალკე ინტერპრეტაციებია
ირაკლი კობახიძე: 555 ლარამდე იზრდება 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისათვის პენსია, მთავრობის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარი გახდება
პრემიერი: საერთოდ ხმას არავინ იღებს იმ ქმედებებზე, რომელსაც ვხედავთ პრაქტიკულად მთელი ევროპის მასშტაბით, მაშინ, როდესაც თავის დროზე სანქციებიც კი აამოქმედეს ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების წინააღმდეგ
ირაკლი კობახიძე: ნომინალური ეკონომიკა წლის ბოლომდე 10%-ზე მეტით გაიზრდება და ეს ეკონომიკური ზრდა გვაძლევს ჩვენ ინდექსაციის მიღმაც პენსიების გაზრდის შესაძლებლობას
არქივი