ირაკლი კობახიძე: ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით თანამდებობის პირების უზრუნველყოფა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მინისტრს რატომ აქვს ამდენი ხელფასი, სპეკულაციაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 ოქტომბერი 2026, 16:57

წინა ხელისუფლების პერიოდში ბიძინა ივანიშვილი პირადად, საკუთარი სახსრებით საჯარო მოსამსახურეებს უფინანსებდა ხელფასებზე დანამატებს და ეს იყო ანტიკორუფციული ზომა. ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით თანამდებობის პირების უზრუნველყოფა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მინისტრს რატომ აქვს ამდენი, ეს მხოლოდ სპეკულაციაა.

„ეს წმინდა წყლის სპეკულაცია. პენსიებთან შედარებაც არის წმინდა წყლის სპეკულაცია. პენსიასთან დაკავშირებით ერთი რამ შემეძლება გითხრათ, რომ მარტო ხუთჯერ კი არ გაიზარდა ზოგადად პენსია საქართველოში 2012 წლის შემდეგ, პროცენტულადაც გაიზარდა, ანუ ბიუჯეტში წილი რაც იყო, ისიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. 18%-ზეა ასული მთლიანობაში პენსიების წილი სახელმწიფო ბიუჯეტში, 16-ია დაახლოებით ასაკობრივი პენსია და საპენსიო სქემის დაფინანსება არის დამატებით. 18 პროცენტი როცა იხარჯება პენსიებზე, ხარ ზღვარზე, ამის იქით შენ ახალისებ ინფლაციას და ანელებ ეკონომიკურ ზრდას. როცა ვსაუბრობთ პენსიასა და თანამდებობის პირის თანაფარდობა არის ამდენი, ეს არის წმინდა წყლის სპეკულაციები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რიკარდ იოზვიაკი - ევროკავშირში არსებობს გარკვეული ინტერესი საქართველოსთან პოლიტიკურ დონეზე დაბლა ისეთ საკითხებზე თანამშრომლობის მიმართ, როგორიცაა დაკავშირებადობა
ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნება“ როგორც კი მოვიდა ხელისუფლებაში, ოპოზიციას გარედან მხარდაჭერა გამოუცხადეს და დაგვიპირისპირდნენ, ყველაფრის ფონზე მშვიდობა შევინარჩუნეთ, ქვეყანას ომი ავარიდეთ
ირაკლი კობახიძე – გვინდა, აგენტურა არ იყოს ხელისუფლებაში და გავაგრძელოთ ევროინტეგრაციაც, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თუ დაბრუნდება ხელისუფლებაში, ევროინტეგრაციიდან საერთოდ დარჩება
ირაკლი კობახიძე – თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს, ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი, რაც ჩვენ წამოვიწყეთ
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მანანა კობახიძის შუამდგომლობა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ
არქივი