ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება - პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 13 ოქტომბერი 2026, 10:43

სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება - პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „რადიო საფრანგეთის“ (RFI) სომხურ რედაქციასთან ინტერვიუში იმ შეკითხვის საპასუხოდ, ცდილობს თუ არა სომხეთი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას.


პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები ვეღარ იქნება ისეთივე, როგორიც ადრე იყო, რადგან მაშინ აზერბაიჯანთან კონფლიქტი არსებობდა, ახლა კი მშვიდობაა.


„ჩვენ გვსურს განვამტკიცოთ, გავაძლიეროთ და განვავითაროთ ჩვენი დამოუკიდებლობა. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ დაბალანსებული და წონასწორობის მიღწევაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა. გვინდა, რომ ჩვენს ბიზნესს ჰქონდეს ალტერნატივები როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის თვალსაზრისით. მაგალითად, წარსულში სომხეთში ბენზინისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის ბაზარი მცირე ჯგუფის ხელში იყო კონცენტრირებული. საგარეო გარემოს ცვლილებებს ჩვენთვის სერიოზული პრობლემები მოჰყვებოდა. ბოლო წლებში სომხეთში ნავთობპროდუქტების იმპორტს არა მხოლოდ რამდენიმე, არამედ ათობით კომპანია ახორციელებს. ამ ვითარებამ საშუალება მოგვცა თავიდან აგვერიდებინა გლობალურ ბაზარზე ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული კრიზისების მძიმე დარტყმა, რაც სხვა ქვეყნებმა განიცადეს. მაგალითად, უკრაინის მოქმედებების შედეგად რუსეთში ნავთობპროდუქტების მიწოდების პრობლემები შეიქმნა, თუმცა ჩვენი შიდა პოლიტიკის წყალობით, სომხეთს ეს პრობლემები არ შეხებია“, - განაცხადა ფაშინიანმა.


შეკითხვაზე - ჩაატარებს თუ არა სომხეთი რეფერენდუმს ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის შესახებ - ფაშინიანმა უპასუხა, რომ ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად სომხეთს ჯერ სულ მცირე ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი მაინც უნდა ჰქონდეს წარდგენილი.


პრემიერ-მინისტრმა ასევე დასძინა, რომ ამ ეტაპზე სომხეთი არ არის მზად გახდეს ევროკავშირის წევრი. მისი თქმით, უამრავი რეფორმაა განსახორციელებელი, რათა სომხეთმა ევროკავშირის სტანდარტები დააკმაყოფილოს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია - ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
პაატა კვიჟინაძე: რასაც არ უნდა ითხოვდეს ოპოზიცია, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს დააზიანებს, პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება - არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები
ტრამპი: ირანის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ შესაძლოა ზედმეტად შორს წავედით
სოზარ სუბარი: საქართველოს შესახებ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციები არის აბსოლუტურად უსამართლო და ტყუილი ინფორმაციით გაჯერებული და, შესაბამისად, მათი მიღება და გათვალისწინება არ და ვერ მოხდება
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს
არქივი