სოზარ სუბარი: საქართველოს შესახებ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციები არის აბსოლუტურად უსამართლო და ტყუილი ინფორმაციით გაჯერებული და, შესაბამისად, მათი მიღება და გათვალისწინება არ და ვერ მოხდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 13 ოქტომბერი 2026, 11:21
„ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ხშირად ვისმენთ, რომ საქართველოს შესახებ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს. სინამდვილეში, ასე არ არის და ყველა მსგავს რეზოლუციას აქვს თავისი უარყოფითი ეფექტი, რადგან, საბოლოო ჯამში, ისინი გავლენას ახდენს იმ პოლიტიკაზე, რაც საქართველოს მიმართ ხორციელდება და აყალიბებს იმ არასწორ აღქმებს, თუ რა ხდება ჩვენს სამშობლოში,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.  

მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებით ევრობიუროკრატების მხრიდან უსამართლო და ხშირად მტრულმა პოლიტიკამ, შედეგად მოიტანა ის, რომ ქართულ საზოგადოებაში მკვეთრად დაეცა ნდობა როგორც ევრობიუროკრატიის, ისე საქართველოში მათ მიერვე მხარდაჭერილი პარტიებისა თუ ენჯეოების მიმართ. 

„ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ხშირად ვისმენთ, რომ საქართველოს შესახებ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს. სინამდვილეში, ასე არ არის და ყველა მსგავს რეზოლუციას აქვს თავისი უარყოფითი ეფექტი, რადგან, საბოლოო ჯამში, ისინი გავლენას ახდენს იმ პოლიტიკაზე, რაც საქართველოს მიმართ ხორციელდება და აყალიბებს იმ არასწორ აღქმებს, თუ რა ხდება ჩვენს სამშობლოში.

მეორე მხრივ, ეს რეზოლუციები, როგორც წესი, არის აბსოლუტურად უსამართლო და ტყუილი ინფორმაციით გაჯერებული და, შესაბამისად, მათი მიღება და გათვალისწინება არ და ვერ მოხდება. ბუნებრივია, ვისურვებდით, რომ ევრობიუროკრატებს უფრო სამართლიანი და პატიოსანი დამოკიდებულება ჰქონდეთ საქართველოს მიმართ, მაგრამ, მეორე მხრივ, მათი მხრიდან ასეთმა უსამართლო და ხშირად მტრულმა პოლიტიკამ მათი მოლოდინების სრულიად საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო. ქართულ საზოგადოებაში მკვეთრად დაეცა ნდობა როგორც ევრობიუროკრატიის, ისე საქართველოში მათ მიერ მხარდაჭერილი პარტიებისა თუ ენჯეოების მიმართ, რადგან ხალხი კარგად ხედავს, სად არის სიმართლე და სად - ტყუილი, სად არის სამართლიანობა და სად - უსამართლობა, და, შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებებს.

საზოგადოების სწორად ინფორმირების საქმეში ჩვენმა პარტიამ, „ხალხის ძალამ“, მართლაც ყინულმჭრელის როლი შევასრულეთ და ლომის წვლილი მიგვიძღვის იმაში, რომ ჩვენს სამშობლოს უდიდესი საფრთხე ავაცილეთ თავიდან. ვგულისხმობ რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობებს, რასაც თავდაუზოგავად ცდილობდნენ ჩვენი ე.წ. უცხოელი „მეგობრები“ და მათი ადგილობრივი აგენტურა რადიკალური ოპოზიციის, არანაკლებ რადიკალური ენჯეოებისა და ე.წ. ექსპერტების სახით.

როდესაც ჩვენ ამ საფრთხეზე ღიად დავიწყეთ ლაპარაკი, არ ვიყავით დარწმუნებული, რამდენად დაიჯერებდა ხალხი ამ სიმართლეს. მაგრამ მოხდა საოცრება - პოლიტიკურ სპექტრს გაცილებით უფრო გაუჭირდა ამ სიმართლის მიღება, ვიდრე ქართველ ხალხს. საზოგადოება ქვეცნობიერად გრძნობდა, რომ საფრთხე კარს იყო მომდგარი და, როდესაც რეალური ინფორმაცია მიიღო, შესაბამისი დასკვნები გააკეთა. სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს ხალხი გადაწყვეტილებებს ჩვენი სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე იღებს და არა ევრორეზოლუციების ან ევრობიუროკრატების განცხადებების გავლენით,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია - ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
პაატა კვიჟინაძე: რასაც არ უნდა ითხოვდეს ოპოზიცია, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს დააზიანებს, პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება - არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები
ტრამპი: ირანის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ შესაძლოა ზედმეტად შორს წავედით
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება - პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს
არქივი