ტრამპი: ირანის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ შესაძლოა ზედმეტად შორს წავედით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 13 ოქტომბერი 2026, 12:42

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ვაშინგტონის მოქმედებები შესაძლოა ზედმეტად შორს წავიდა.

მისი თქმით, ირანის მაღალჩინოსნების ლიკვიდაციამ გაართულა იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებთანაც შეერთებულ შტატებს მოლაპარაკებების გამართვა შეეძლო.

ოჰაიოს შტატის ქალაქ იანგსტაუნში წინასაარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას, ტრამპმა ის სირთულეები დაასახელა, რომლებსაც ვაშინგტონი თეირანთან კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების მცდელობისას აწყდება.

„შესაძლოა ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ზედმეტად შორს წავედით, რადგან უკვე აღარ ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ტრამპმა მხარდამჭერებთან შეხვედრისას.

„ირანის პრეზიდენტობა არავის სურს“, - დასძინა მან და აღნიშნა, რომ პოტენციური კანდიდატები ამ თანამდებობის დაკავებას არ თანხმდებიან.

ირანის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო კამპანიის შედეგად შექმნილი სირთულეების აღიარების მიუხედავად, ტრამპმა კვლავ გაიმეორა, რომ აშშ-ის სამხედრო ოპერაციებმა ირანის საჰაერო ძალები და საზღვაო ფლოტი, ფაქტობრივად, გაანადგურა.

თეთრი სახლის ლიდერის მტკიცებით, ირანმა თავისი 159-ვე სამხედრო ხომალდი დაკარგა. „ისინი ზღვის ფსკერზე მშვენივრად განისვენებენ“, - განაცხადა მან.

მიტინგზე ტრამპმა ასევე თქვა, რომ ირანს, რომელსაც მან „ტერორიზმის სპონსორი ნომერი პირველი სახელმწიფო“ უწოდა, ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა არ მიეცემა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში, ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც ზუსტად აქ აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რომ აღნიშნოს 1800 წლის იუბილე. შემდეგ კიდევ 100 წლის და ა.შ. მანამ, სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს
შიო მესამე: ჩვენ მიერ განვლილი საუკუნეები მეტყველებს იმაზე, რომ არანაირ სირთულესა და განსაცდელს არ უნდა შევუშინდეთ, არამედ მტკიცედ ვიდგეთ ქრისტეს, მართლმადიდებელი ერთგულების გზაზე და ღვთისმშობელი ყოველთვის დაგვიფარავს და გადაგვარჩენს
გერმანიაში დივერსიის საქმეზე უკრაინის მოქალაქე სერგეი კ.-ს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
SpaceX-მა უკრაინის სამხედრო გამოყენებაზე ახალი შეზღუდვა დააწესა
დონალდ ტრამპი: ცოტაც და ყველა ნახავს ირანს რა დღეში ჩავაგდებთ, მოითმინეთ და იხილავთ, ირანი ელოდება, თქვენ კი ნახავთ რას ვუზამთ
არქივი