პაატა კვიჟინაძე: რასაც არ უნდა ითხოვდეს ოპოზიცია, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს დააზიანებს, პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება - არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 13 ოქტომბერი 2026, 14:06

გუშინ დასრულდა ბიუჯეტის განხილვის პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავდა კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვას. ამის შემდეგ შენიშვნებით გადავა მთავრობაში დაგადამუშავებული ვარიანტი დაგვიბრუნდება ნოემბერში. რა აჩვენა ბიუჯეტის განხილვამ? - აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტი არის დაბალანსებული, სოციალურად ორიენტირებული და აქვს ძალიან კარგი ეკონომიკური მაჩვენებელი, როგორიც არის ეკონომიკური ზრდა და ბიუჯეტის დეფიციტი, მთავრობის ვალი, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.


კვიჟინაძემ დეტალურად განმარტა გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში სხვადასხვა სოციალურ საკითხზე გამოყოფილი თანხების ოდენობა, მათ შორის პენსიებზე, ჯანდაცვის პროგრამებზე და ისეთ სფეროებზე, რომლებიც ხელს უწყობს სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.


„პარლამენტში თუ პარლამენტის გარეთ დავსვათ შეკითხვა, რას გვაძლევს ეკონომიკური ზრდა ან ბიუჯეტის დეფიციტი? მთავრობის ვალზე არავინ არ ამბობს, რომ, რაც მცირეა, გასაგებია, რომ კარგია. ეკონომიკური ზრდა გვაძლევს იმას, რომ დღეს, პრემიერის გუშინდელი განცხადების შემდეგ, განსაკუთრებით, სახელმწიფო ბიუჯეტი გაიზარდა 2 მილიარდ 600 მილიონით, ხოლო ნაერთი ბიუჯეტი გაიზარდა 3 მილიარდ 200 მილიონით, თუ გამოვაკლებთ, რა თქმა უნდა, 2008 წელს აღებულ ევრობონდებს, რომელსაც ვიღებდით და ვფარავთ გარკვეული პერიოდულობით. რაზე წავიდა ეს თანხები, რა გაიზარდა? აქ არ არის ლაპარაკი, რაზეა გამოყოფილი - რა გაიზარდა? პირველი - პენსიები და პენსიებთან დაკავშირებული შშმ პირების ზრდა, პლუს სააგენტოში პენსიებზე ჩარიცხული 60 მილიონი - სულ გამოვიდა 843 მილიონი ლარი. ამის გარდა, ჯანდაცვის პროგრამებზე 125 მილიონი და ხელფასები 520 მილიონით გაიზარდა, აქ არ შედის აუდიტის, ცესკოს და პარლამენტის ხელფასები, რომელიც კანონმდებლობიდან ცოტა მოგვიანებით შემოდის. 520 მილიონი მუშებს, სპეციალისტებს, მასწავლებლებს, ექიმებს სახელმწიფო სექტორში. სულ ეს გამოდის დაახლოებით მილიარდ ნახევარი თანხა, ანუ სოციალურზე მიდის მილიარდ ნახევარი თანხა დამატებით. კიდევ რაზე წავიდეს ეს თანხები? ეს შეიძლება პირდაპირ სოციალური სფერო არ არის, მაგრამ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს, მაგალითად, წყალმომარაგება გაიზარდა 60 მილიონით, გაზიფიცირება 55-ით, 65 მილიონი - საავადმყოფოების მშენებლობაზე, 145 მილიონი - სპორტის განვითარება, ნაგავსაყრელები, მელიორაცია თუ უმაღლესი განათლება - 61 მილიონი. ანუ 2 მილიარდზე მეტი პრაქტიკულად სოციალურზე ან სოციალურთან დაკავშირებულ საკითხებზეწავიდა და ეს ეს 80%-ია.


დანარჩენი 20% არის, მაგალითად, ანაკლიის განვითარება; 250 მილიონი - რკინიგზას, სადაც კომუნისტების დროინდელი ელმავლები, შემადგენლობები და მატარებლებია. წარმოუდგენელია სატრანზიტო ქვეყანა გავხდეთ, თუ რკინიგზა არ განვითარდა. ასევე 83 მილიონი გზებზე იზრდება და საერთო ჯამში ვხვდებით, რომ ეს არის ალბათ ის იდეალური ვარიანტი, რომელიც შეიძლება ბიუჯეტს ჰქონოდა,“ - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ. მან ყურადღება გაამახვილა პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე, რომელიც 70 წლის ასაკს ქვემოთ პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდას შეეხება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიციის პოპულისტური მოთხოვნები, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს დააზიანებს, არ უნდა იყოს გათვალისწინებული.


„რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომლის გადაწყვეტა ჩვენ ძალიან გვინდა, მაგრამ 20 ან 30 მილიარდითაც რომ გაიზარდოს ბიუჯეტი, ყოველთვის გვექნება შეგრძნება, რომ რაღაცაზე არ გვყოფნის. ეს არის მუდმივი პროცესი, მაგრამ არის საკითხები, რომელიც განსაკუთრებით მტკივნეული იყო ჩვენთვის და მეორე მოსმენის დროს, შესაძლებლობების ფარგლებში გამოსწორდება. მაგრამ მთავარი საკითხი, რომელიც ჩვენ გვაწუხებდა, მადლობა პრემიერ-მინისტრს, რომ არ დაელოდა მეორედ შემოტანას და გუშინ განაცხადა, 70 წელს ქვევით პენსიონერები მიიღებენ 45 ლარით მეტ პენსიას. ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, ეს საკმაოდ დიდი თანხაა და უკვე წარმოდგენილ ბიუჯეტში ასეთი ცვლილებების შეტანა არ არის მარტივი თემა. ამიტომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება და იმედი მაქვს კიდევ, რომ შემდეგ შემოტანაზე ის პატარა ცვლილებები, რაც ჩვენ გვქონდა დათქმული, ყველაფერი შესრულდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რა მოთხოვნაც არ უნდა იყოს, რა სურვილიც არ უნდა იყოს, რასაც არ უნდა ითხოვდეს ოპოზიცია შიგნით თუ გარეთ, რომელიც დააზიანებს ეკონომიკურ მაჩვენებლებს, არაფრით არ შეიძლება პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება, გავზარდოთ ეს 2 მილიარდით, მილიარდით და ასე შემდეგ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეკონომიკური პარამეტრი ბიუჯეტის შენარჩუნებულ იქნას. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები, სოციალური საკითხები თუ ეკონომიკის განვითარება“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია - ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
ტრამპი: ირანის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ შესაძლოა ზედმეტად შორს წავედით
სოზარ სუბარი: საქართველოს შესახებ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციები არის აბსოლუტურად უსამართლო და ტყუილი ინფორმაციით გაჯერებული და, შესაბამისად, მათი მიღება და გათვალისწინება არ და ვერ მოხდება
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება - პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს
არქივი