მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ, მათ დანაშაულის აღიარეს და მოინანიეს. სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე საპროცესო შეთანხმების დეტალებზე იმსჯელებენ.
ზოდელავას და ბერიძეს 4 ოქტომბრის საქმეზე 7-7- წლიანი სასჯელი აქვთ შეფარდებული. მათ სტრატეგიული ობიექტის ბლოკირებას და ხელში ჩაგდებას, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებოდა ბრალდების მხარე.
ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები - გური ჟვანია და ირაკლი ჩხვირკია.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე ხელი მოეწერება საპროცესო შეთანხმების ოქმებს, რომლის თანახმადაც ლაშა ბერიძე მალე დატოვებს პენიტენციურ დაწესებულებას. კერძოდ, საპროცესო შეთანხმების თანახმად 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრება მას. აქედან 1 წელზე მეტი უკვე მოხდილი აქვს და რამდენიმე კვირაში ლაშა ბერიძე თავისუფალი იქნება.
შეთანხმების გაფორმების წინაპირობა სამართლებრივად არის ბრალდებულის თუმსჯავრდებულისაღიარება. ჩვენ დაახლოებით ერთი თვის წინ წერილობით მივმართეთ პროკურატურას, რომ მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმებულიყო“, - განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.
მედიასთან კომენტარი გააკეთა პროკურორმა ვაჟა თოდუამაც.
„მსჯავრდებულებმა - მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, ირაკლი ჩხვირკიამ და გურიჟვანიამ აღიარეს დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და მოგვმართეს განცხადებით - შეთანხმების დადების თხოვნით. ბრალდების მხარემ განიხილა აღნიშნული განცხადება, დააკმაყოფილა დადღევანდელ სხდომაზე წარმოადგენს შუამდგომლობას მათ მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. თითოეულ მათგანს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავდროულად პირობითი მსჯავრი. რაც შეეხება სხვამსჯავრდებულებს, მათ მიმართ ამ ეტაპზე გაგრძელდება საქმის არსებითი განხილვა. თუ ეს ბრალდებულები მოგვმართავენ შეთანხმების დადების თხოვნით, ბუნებრივია, ბრალდების მხარეგანცხადებას განიხილავს“, - განაცხადა პროკურორმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |