ანდრია ჯაღმაიძე: „ტვ პირველისა“ და ,,ფორმულის“ წარმომადგენლები, მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, წლების განმავლობაში არაერთ დიდ საეკლესიო დღესასწაულზე ქმნიდნენ ღვთისმსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას - შეზღუდვის მიზანი არ არის მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, არამედ ლიტურგიკული წესრიგისა და მომლოცველთა ინტერესების დაცვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 13 ოქტომბერი 2026, 23:06

ხვალ, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასასწრებად თანხმობა, აკრედიტაცია არ მიეცათ ტელეკომპანიების - ,,ტვ პირველისა“ და ,,ფორმულის“ ჟურნალისტებს, - წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, აღნიშნული ტელეკომპანიების წარმომადგენლები წლების განმავლობაში დიდ საეკლესიო დღესასწაულებზე არღვევდნენ ტაძრის ტერიტორიაზე მოქმედ შინაგანაწესს და ქმნიდნენ ღვთისმსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას. ამის მაგალითად დეკანოზს გასულ წელს მომხდარი შემთხვევა მოჰყავს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეზღუდვის მიზანია საეკლესიო დღესასწაულის მშვიდ გარემოში ჩატარება და არა მედიისთვის ხელის შეშლა.


„აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ამ ტელეკომპანიების წარმომადგენლები, მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, წლების განმავლობაში არაერთ დიდ საეკლესიო დღესასწაულზე სისტემატურად არღვევდნენ ტაძრის ტერიტორიაზე მოქმედ შინაგანაწესს, თვითნებურად ტოვებდნენ მედიისთვის სპეციალურად გამოყოფილ სივრცეს და ქმნიდნენ ღვთისმსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას.


სამწუხაროდ, მრავალჯერ გავმხდარვართ იმის მოწმენი, თუ როგორ ცდილობენ ამ ტელეკომპანიების ჟურნალისტები საზოგადოების ყურადღება დღესასწაულის არსიდან ხელოვნურად შექმნილ დაპირისპირებაზე გადაიტანონ. შედეგად, იჩრდილება დღესასწაულის სულიერი მნიშვნელობა და ფერმკრთალდება ის საზეიმო განწყობა, რომლის გასაზიარებლადაც ათასობით მორწმუნე იკრიბება.


საზოგადოებას შევახსენებთ 2025 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მომხდარ ერთ-ერთ შემთხვევას. თანდართული ვიდეოკადრები გადაღებულია თავად ,,ტვ პირველის“ მიერ და ნათლად ასახავს იმ გარემოებებს, რომლებიც ასევე გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.


კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ შეზღუდვის მიზანი არ არის მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, არამედ საეკლესიო დღესასწაულის მშვიდ გარემოში ჩატარება, ლიტურგიკული წესრიგისა და მომლოცველთა ინტერესების დაცვა“, - წერს ანდრია ჯაღმაიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვეტერანების დახმარების მინიმუმ გაორმაგება, მარჩენალდაკარგული ბავშვების სოციალური გასაცემელის გაზრდა და უფასო რეზიდენტურა - ეს არის ის სამი თემა, რომელიც მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული განახლებულ ბიუჯეტში
სოზარ სუბარი: ადამიანები, რომლებიც ჩვენს ძიუდოისტებს ლანძღავენ, მათ ვერაფერს დააკლებენ. უბრალოდ, თავიანთ თავს აყენებენ ზიანს და კიდევ ერთხელ ავლენენ იმას, რომ არაფერს წარმოადგენენ, არც საქართველო უყვართ და არც საქართველოს წარმატება ახარებთ
ზაქარია წიკლაური: რა პასუხს გასცემენ “არაღიარებული ხელისუფლების” მიერ შეწყალებული 4 ოქტომბრის შემოქმედები იმ ახალგაზრდებს, ვინც მათი მიზეზით ციხეში რჩებიან?
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს - მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია
არქივი