ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე მსჯელობისას, უმთავრესი საზომია - რას იგრძნობს რიგითი ქართველი, რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 14 ოქტომბერი 2026, 11:24
სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის აღნიშნავს, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება და შესაბამისად მნიშვნელოვანია ის, თუ რა მიმართულებებს ხმარდება საბიუჯეტო თანხები.

ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, რომ პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტზე მსჯელობისას, „ხალხის ძალამ“ სამი მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭრა - ვეტერანებისათვის ყოველთვიური დახმარების მინიმუმ გაორმაგება, მარჩენალდაკარგული ბავშვების სოციალური პაკეტის გაზრდა და უფასო რეზიდენტურა ახალგაზრდა მედიკოსებისთვის.

„სამართლებრივი სახელმწიფო მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი სიტყვები არ არის, ის იწყება ადამიანის ღირსების დაცვითა და სახელმწიფოს მხრიდან საკუთარ მოქალაქეზე მაქსიმალური ზრუნვით. როდესაც ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე ვმსჯელობთ, უმთავრესი საზომი ერთია, რას იგრძნობს რიგითი ქართველი და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი.

სწორედ ამიტომ, საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ სახელით მკაფიოდ დავაფიქსირეთ სამი სასიცოცხლო ინიციატივა, რომელიც აუცილებლად უნდა აისახოს განახლებულ ბიუჯეტში: 1. ომის ვეტერანების ყოველთვიური დახმარების მინიმუმ გაორმაგება - ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს დაცვას, სახელმწიფოსგან იმსახურებენ უფრო მეტ დაფასებასა და ღირსეულ თანადგომას. 2. მარჩენალდაკარგული ბავშვების სოციალური პაკეტის გაზრდა - არცერთი ობოლი ბავშვი არ უნდა დარჩეს მარტო ყოველდღიურ გაჭირვებასთან. მათზე ზრუნვა სახელმწიფოს მორალური და კონსტიტუციური ვალდებულებაა. 3. უფასო რეზიდენტურა ახალგაზრდა მედიკოსებისთვის - სახელმწიფომ თავად უნდა გაუხსნას გზა მომავალ ექიმებს პროფესიული ზრდისთვის, ნაცვლად იმისა, რომ მათ მძიმე ფინანსური ბარიერები დავუწესოთ. ეს ჩვენი ჯანდაცვისა და მომავალი თაობების გადარჩენის საქმეა.

სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, ასეთი კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება,“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: პოპულისტების მთავარი კოზირი ის ზღაპარია, თითქოს საკმარისია პარლამენტის დათხოვნა და მინისტრებისთვის ხელფასების ჩამორთმევა, რომ ქართველი პენსიონერის პენსია ევროპელისას გაუთანაბრდეს
თამარ ჩიბურდანიძე: პრემიერის გადაწყვეტილება საპენსიო ზრდაზე არის გაბედული და დასაფასებელი, რადგან საპენსიო ასაკში შევიდა გასული საუკუნის 60-იანელების პიკური შობადობის თაობა
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
დავით ქართველიშვილი: ევროპა საბოლოოდ ადგება სამართლიან თანამშრომლობასა და პრაგმატულ პარტნიორობაზე უარის თქმის გზას არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიასთან
ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს
არქივი