ზელენსკი მასკს Starlink-ის შეზღუდვის გამო მიმართავს და შესაძლო მსხვერპლის შესახებ აფრთხილებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 14 ოქტომბერი 2026, 23:07

უკრაინას სასიცოცხლოდ ესაჭიროება მაღალი ხარისხის Starlink-ის თანამგზავრული კავშირი, მის გარეშე რთულია ადამიანების დაცვა რუსული თავდასხმებისგან - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტ პირს მორგანისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას ილონ მასკის კომპანიის მხრიდან უკრაინაში Starlink-ის სიჩქარის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

„თუ Starlink-ის სიჩქარის დაკარგვასთან გვაქვს საქმე, ჩვენ ვხვდებით, რაც ხდება. ესე იგი, მათ ის გამორთეს. ეს მათი გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა მან.

ზელენსკიმ ილონ მასკს მიმართა და ეს ქმედებები არასწორად შეაფასა.

„ეს დიდი შეცდომაა. უამრავი დანაკარგი. ეს გადაწყვეტილება ადამიანურ მსხვერპლს მოიტანს. რა თქმა უნდა, ადამიანები დაიღუპებიან. თუ თავდასხმები გაგრძელდება და Starlink-ი არ იმუშავებს, აუცილებლად. ვგულისხმობ, რომ ეს არ არის დამხმარე ფაქტორი“, - აღნიშნა მან.

მან იმედი გამოთქვა, რომ ეს მხოლოდ ტექნიკური შეცდომაა და მოითხოვა, რომ თანამგზავრულ კავშირს სრული სიმძლავრე დაუბრუნდეს.

„აბსოლუტურად, ვიმედოვნებ, რომ ეს შეცდომაა. შესაძლოა, უზარმაზარი ტექნიკური პრობლემაა, არ ვიცი. მაგრამ ჩვენ ვითხოვთ მის ჩართვას და ვფიქრობ, ასეც იქნება“, - დააკონკრეტა მან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის ადგილზე, დმანისში კი არ ვიცეკვებდი, ამ საკითხს მივხედავდი [სანქციების დაწესებას]
ირაკლი კირცხალია - ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე
ირაკლი კირცხალია - ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე
ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციაზე - მერამდენედ უნდა ვნახოთ ეს ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენმა საზოგადოებამ გასცა პასუხი, რომ მათ შანტაჟს არ ექვემდებარება
ირაკლი კირცხალია - ყველა მიჩვეულია, რომ ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა
არქივი