ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 15 ოქტომბერი 2026, 13:53

ვფიქრობ, იმ დღეს, მას ვიღაც მაინც უნდა მოეკლა, რადგან გამიზნულად, არაფრის გამო მოკლა ჩემი შვილი. ჩემს შვილს პირდაპირ გულში, 14-სმ-იანი ჭრილობა აქვს, - ამის შესახებ ხუდადოვის ქუჩაზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედამ, ეკა მხატვრიშვილმა განაცხადა.

ის იმ სასამართლო პროცესს ესწრება, სადაც მისი შვილის მკვლელობისთვის დაკავებული არასრულწლოვანის, დ.პ.-ს საქმეს განიხილავენ.

მხატვრიშვილი ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

“მოლოდინი მაქვს, რომ დაისჯება. ჩემი მოთხოვნაა უმაღლესი სასჯელი, სამუდამო პატიმრობა, მაგრამ ვფიქრობ, ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, რადგან არასულწლოვანია.

არანაირი წინაპირობა არ ჰქონია და ჩემს შვილს არ მიუცია არანაირი მიზეზი, არაფრის გამო მოკლა. ვფიქრობ, იმ დღეს, მას ვიღაც მაინც უნდა მოეკლა, რადგან ჩემი შვილი გამიზნულად, არაფრის გამო მოკლა…

ჩემი შვილი ფეხზე არ ადგა, რადგან ჩემი აზრით, მის საუბარს ყურადღება არ მიაქცია - ის საკუთარ თავზე, თავის ცხოვრებაზე საუბრობდა, რომ იყო კრიმინალი. რატომ არ დგახარ ფეხზე და რატომ არ მისმენო? - ამ მიზეზით წამოაყენა ჩემი შვილი. მას ფეხი მართლა სტკიოდა, ამის საბუთებიც არსებობს. ჩემს შვილს პირდაპირ გულში, 14-სმ-იანი ჭრილობა აქვს.

ადამიანური დანაშაული ყველას აქვს, სუფრის წევრები მას არ გაყვნენ, ადამიანურად დამნაშავეები არიან. რაც შეეხება ხელის დაფარებას, მკვლელს ორი მეგობარი ახლდა, რა თქმა უნდა, დანაშაული დაფარეს. როცა პოლიციამ ჰკითხა მათ, რა მოხდაო, არ ვიცითო, თქვეს. ეს საკითხიც გამოიყოფა, პასუხისმგებლობა ყველას ეკუთვნის”, - განაცხადა ეკა მხატვრიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე 17 წლის არასრულწლოვნი, დავით ინასარიძე მოკლეს. აღნიშნულზე მისივე თანატოლი, დ.პ. დააკავეს. ბრალდების მიხედვით, მკვლელობის მიზეზი, სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა. საქმის პროკურორის თქმით, არასრულწლოვანს მრავალფეროვანი კრიმინალური წარსული აქვს და ის დაკავებისას გირაოს პირობების ქვეშ იმყოფებოდა.

არასრულწლოვნს დ.პ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - COP17-ის ფარგლებში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ირანის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება
ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროსა“ და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, იგნაციო კასისს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - სად არის დღეს მამუკა ხაზარაძე? უცხოეთში! სად არის გახარია? უცხოეთში! სად არის ვაშაძე? უცხოეთში! საით უნდა გაქცევა სააკაშვილს? უცხოეთში! - არ დავუშვებთ, რომ საქართველოში უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგი ტარდებოდეს!
აშშ-ის საელჩო - შეერთებული შტატები საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებაში ეხმარება
არქივი