საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ჯგუფ BTSE-ის ხელმძღვანელობას შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 15 ოქტომბერი 2026, 18:05

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ბიზნესჯგუფის, ტაილანდის ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატის, BTSE-ის დელეგაციას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, ეკონომიკურ პოტენციალს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები საბანკო სექტორში, უძრავი ქონებისა და აქტივების მართვის მიმართულებით.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც სტრატეგიული ლოგისტიკური და ფინანსური ჰაბის ფუნქციას. ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და შუა დერეფნის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის როლს, რაც უცხოელი ინვესტორებისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.

ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებულ სტაბილურ ბიზნესგარემოზე, ლიბერალურ საგადასახადო პოლიტიკასა და საერთაშორისო ინვესტორებისთვის არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო შესაძლებლობებზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - COP17-ის ფარგლებში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ირანის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება
ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროსა“ და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, იგნაციო კასისს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - სად არის დღეს მამუკა ხაზარაძე? უცხოეთში! სად არის გახარია? უცხოეთში! სად არის ვაშაძე? უცხოეთში! საით უნდა გაქცევა სააკაშვილს? უცხოეთში! - არ დავუშვებთ, რომ საქართველოში უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგი ტარდებოდეს!
აშშ-ის საელჩო - შეერთებული შტატები საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებაში ეხმარება
არქივი