სერგეი ლავროვი - ზელენსკი თვლის, რომ მთელი მსოფლიო მის წინაშე ვალშია - არანაირი ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 15 ოქტომბერი 2026, 18:06

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში არჩევნების ჩატარებისთვის აშკარად მიუღებელი პირობები დააწესა და ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება.

“ბატონმა ზელენსკიმ უკვე ნათლად განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული არჩევნებით, რადგან მან აშკარად მიუღებელი პირობები დააწესა. არანაირი ცეცხლის შეწყვეტა იმისთვის, რომ მას კვლავ გონზე მოსვლის და იარაღით მომარაგების საშუალება მიეცეს, არ იქნება”, - აღნიშნა ლავროვმა ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამასთან, მისი მტკიცებით, ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციამ აშშ-სა და რუსეთს შორის მიღწეულ დიზელის გარიგებასთან დაკავშირებით აჩვენა, რომ ის კონსტრუქციული ქმედებებისთვის მზად არ არის.

“ზელენსკი თვლის, რომ მთელი მსოფლიო მის წინაშე ვალშია, მაგრამ თავად არავის წინაშე არაფრის ვალში არ არის და არ არის მზად ჩაერთოს რაიმე კონსტრუქციულ ქმედებაში, რომელიც ნამდვილად სამართლიანი და თანასწორი იქნება”, - აღნიშნა ლავროვმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: ჰიბრიდული საფრთხეები, მათ შორის დეზინფორმაცია, უცხოური ჩარევა და დაფინანსება, იშვიათად მოქმედებენ ცალ-ცალკე. ისინი ერთმანეთს აძლიერებენ და აქვთ ერთი სამიზნე - ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და გადაწყვეტილებების სანდოობა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ჯგუფ BTSE-ის ხელმძღვანელობას შეხვდა
ირაკლი კობახიძე გაერო-ს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
მიხეილ სააკაშვილი – სულ მალე გამოჩნდება ჩემი AI ავატარი, სწორედ ასეთი ავატარის მეშვეობით დაამარცხა ციხიდან ბრაზილიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟოაო ბოლსონარომ მოქმედი პრეზიდენტი ლულა
არქივი