დონალდ ტრამპმა გააუქმა ფორტჰუდის სამხედრო ბაზაზე თავდასხმისთვის მსჯავრდებულ ნიდალ ჰასანის დახვრეტის პირდაპირ ეთერში ტრანსლირების გეგმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 15 ოქტომბერი 2026, 19:59

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააუქმა ფორტჰუდის სამხედრო ბაზაზე თავდასხმისთვის მსჯავრდებულ ნიდალ ჰასანის დახვრეტის პირდაპირ ეთერში ტრანსლირების გეგმა. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

ტრამპის განცხადებით, მას მიაჩნდა, რომ სიკვდილით დასჯის ტრანსლირება, შესაძლოა, მსოფლიოსთვის შემაკავებელი გზავნილი ყოფილიყო და ეჩვენებინა, როგორ ექცევა აშშ ტერორისტებს. თუმცა, მისივე თქმით, ბევრ ადამიანს არ სურს, ჰასანის სიკვდილი პირდაპირ ეთერში ან სხვა საშუალებით იხილოს.

„ის დადგენილ დროს, როგორც დაგეგმილია, დახვრეტის გზით დაისჯება, თუმცა ეს პროცესი პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა. ამასთან, მსხვერპლთა ოჯახის წევრებს, სურვილის შემთხვევაში, სიკვდილით დასჯაზე პირადად დასწრების შესაძლებლობა ექნებათ. მათ სამართლიანობის ნახვის  უფლება აქვთ“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

მანამდე 72 გადამდგარმა ამერიკელმა გენერალმა, ადმირალმა და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურემ აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდა, უარი ეთქვა სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში ტრანსლირების გეგმაზე.

გეგმას აკრიტიკებდნენ როგორც დემოკრატები და რესპუბლიკელები, ასევე რელიგიური ლიდერები.

ცნობისთვის, გასულ კვირას პენტაგონმა განაცხადა, რომ 3 დეკემბერს ნიდალ ჰასანის დახვრეტის პროცესს საჯაროდ აჩვენებდა. 2009 წლის ნოემბერში ჰასანმა ფორტ ჰუდის სამხედრო ბაზაზე თანამებრძოლებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 13 უიარაღო ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაიჭრა. 2013 წელს სამხედრო ტრიბუნალმა ჰასანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სომხეთის რესპუბლიკას ეწვია
შალვა პაპუაშვილი: ჰიბრიდული საფრთხეები, მათ შორის დეზინფორმაცია, უცხოური ჩარევა და დაფინანსება, იშვიათად მოქმედებენ ცალ-ცალკე. ისინი ერთმანეთს აძლიერებენ და აქვთ ერთი სამიზნე - ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და გადაწყვეტილებების სანდოობა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სერგეი ლავროვი - ზელენსკი თვლის, რომ მთელი მსოფლიო მის წინაშე ვალშია - არანაირი ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ჯგუფ BTSE-ის ხელმძღვანელობას შეხვდა
არქივი