ნიკოლოზ სამხარაძე იტალიაში დაგეგმილ შეხვედრებზე: ორმხრივი ურთიერთობები, ევროკავშირი, ოკუპაცია, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი დაკავშირებადობის გზაზე - ეს იქნება ძირითადი საკითხები, რომლებზეც ვისაუბრებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 16 ოქტომბერი 2026, 12:08

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ მედიასთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებზეც იტალიაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე გამახვილდება ყურადღება.

„ორმხრივი ურთიერთობები, ევროკავშირი, ოკუპაცია, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი დაკავშირებადობის გზაზე - ეს იქნება ძირითადი საკითხები, რომლებზეც ვისაუბრებთ და რა თქმა უნდა, ყურადღებას კიდევ ერთხელ გავამახვილებთ იმაზე, რომ საქართველო მზად არის დიალოგის აღსადგენად ევროკავშირის სტრუქტურებთან”, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მან საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო იყო საერთაშორისო წესრიგის დარღვევის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი.

„საქართველო ვიყავით ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი მსოფლიოში, როდესაც საერთაშორისო წესრიგი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა, დღესაც საქართველო ოკუპაციის მსხვერპლია. ამიტომ ჩვენთვის საერთაშორისო სამართალს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და მსოფლიოში ნებისმიერი პატარა ქვეყნისთვის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტია სწორედ საერთაშორისო სამართალია.

სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, როდესაც საერთაშორისო სამართალს არავინ დაგიდევთ და თუ ეს ადრე მარტო საქართველოს ეხებოდა, ახლა ყველა - დიდი თუ პატარა ქვეყანა ამით შეწუხებულია იმიტომ, რომ მსოფლიოში კონფლიქტებმა, ომებმა და აგრესიამ მოიმატა. ეს რა თქმა უნდა, საყოველთაო შეშფოთების საგანია”, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

რომში შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: მშვიდობის დაცვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, მშვიდობიანი განვითარება კი სწორედ ძლიერ ჯარსა და თავდაცვისუნარიანობაზე დგას, ერი, რომელსაც არ ახსოვს თავისი გმირები, უკეთეს მომავალს ვერ ააშენებს, სწორედ ამიტომ, სახელმწიფო დგამს ნაბიჯებს მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებისა და ტარიფების ნაწილი შეაჩერა
დონალდ ტრამპი - უკრაინისთვის Starlink-ის შეზღუდვის ბრძანება არ გამიცია, არა მგონია ეს ილონ მასკი იყო
დონალდ ტრამპის ახალი პრესსპიკერი, ქეითი ზაქარია თანამდებობის დაკავებიდან ერთ კვირაში გაათავისუფლეს
რომის პაპი ლეო რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა
არქივი