ირაკლი კობახიძე: საქართველო კვლავაც ერთგულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, რათა დავიცვათ ბიომრავალფეროვნება, გავაძლიეროთ ბუნების დაცვის ძალისხმევა და უზრუნველვყოთ, რომ ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება დაკავშირებული იყოს მომავალი თაობების კეთილდღეობასთან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 16 ოქტომბერი 2026, 12:32

რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ბუნების დაცვის სფეროში აღებული ვალდებულებების პრაქტიკულ შედეგებად გარდაქმნაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP17-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, რესურსების მობილიზება და გამოცდილების გაზიარება აუცილებელია ბიომრავალფეროვნების ეფექტიანი და მდგრადი დაცვის უზრუნველსაყოფად.

„2030 წლის მოახლოებასთან ერთად, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში გლობალურად აღებული ვალდებულებების კონკრეტულ და გრძელვადიან მიღწევებად გარდაქმნა. ეს სამიტი მნიშვნელოვან შესაძლებლობას გვაძლევს, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენი ერთობლივი მზადყოფნა კუნმინ-მონრეალის ბიომრავალფეროვნების გლობალური ჩარჩოს მიზნების მისაღწევად და ახალი იმპულსი მივცეთ მათ განხორციელებას. საქართველო კვლავაც ერთგულია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, რათა დავიცვათ ბიომრავალფეროვნება, გავაძლიეროთ ბუნების დაცვის ძალისხმევა და უზრუნველვყოთ, რომ ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება დაკავშირებული იყოს მომავალი თაობების კეთილდღეობასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - ჩვენი პრიორიტეტია, უზრუნველვყოთ, რომ ეკონომიკური ზრდის შედეგები სოფლისა და მთიანი რეგიონების მოსახლეობაზეც აისახოს, რომელთა საარსებო წყაროები უშუალოდ ბუნებრივ რესურსებზეა დამოკიდებული
პრემიერი: საქართველო კავკასიის ბიომრავალფეროვნების განსაკუთრებული მნიშვნელობის რეგიონში მდებარეობს და ეკოსისტემებისა და სახეობების გამორჩეული მრავალფეროვნებით ხასიათდება, საქართველოს მიდგომის საფუძველს სწორედ ამ ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა, ეკოლოგიური კავშირების შენარჩუნება და დაზიანებული ეკოსისტემების აღდგენა წარმოადგენს
ირაკლი კობახიძე: გასული ათწლეულის განმავლობაში ტყის აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები 7 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე განხორციელდა, ხოლო 2030 წლისთვის ჩვენი მიზანია, მსგავსი სამუშაოები სულ მცირე 20 000 ჰექტარზე ჩავატაროთ, მნიშვნელოვან პროგრესს ვაღწევთ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური სახეობების აღდგენის მიმართულებითაც
მთაწმინდის რაიონში გრძელდება თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება
ნიკოლოზ სამხარაძე იტალიაში დაგეგმილ შეხვედრებზე: ორმხრივი ურთიერთობები, ევროკავშირი, ოკუპაცია, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი დაკავშირებადობის გზაზე - ეს იქნება ძირითადი საკითხები, რომლებზეც ვისაუბრებთ
არქივი