საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკურიგანვითარების მაღალ ტემპს. 2026 წლის პირველი რვათვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საშუალომაჩვენებელმა 7,6 პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემCOP17-ის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისასგანაცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობის პრიორიტეტია, ეკონომიკური ზრდის შედეგები სოფლისა და მთიანირეგიონების მოსახლეობაზეც აისახოს.
„საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკურიგანვითარების მაღალ ტემპს. 2026 წლის პირველი რვათვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საშუალომაჩვენებელმა 7,6 პროცენტი შეადგინა. მსოფლიო ბანკმაახლახან საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდისპროგნოზი 7 პროცენტამდე გაზარდა. ამავე ორგანიზაციისპროგნოზით, 2026–2028 წლებში საქართველო ევროპისქვეყნებს შორის ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალმაჩვენებელს მიაღწევს.
ჩვენი პრიორიტეტია, უზრუნველვყოთ, რომ ეკონომიკურიზრდის შედეგები სოფლისა და მთიანი რეგიონებისმოსახლეობაზეც აისახოს, რომელთა საარსებო წყაროებიუშუალოდ ბუნებრივ რესურსებზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, დაცულ ტერიტორიებს, ტყის აღდგენასადა მდგრად ტურიზმს ადგილობრივი განვითარებისმამოძრავებელ ძალად ვაქცევთ, რათა ბუნების დაცვამსამუშაო ადგილები და ახალი შესაძლებლობები შექმნასარა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ მათ ფარგლებსგარეთაც.
გრძელვადიანი შედეგების მიღწევა ასევე მოითხოვსთანამშრომლობას საზღვრებს მიღმა. სამხრეთ კავკასიაშისაერთო ეკოსისტემები რეგიონული პარტნიორობისგაღრმავებისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანსაფუძველს ქმნის. საქართველო მზად არის, მეზობელქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით დაიცვას ჩვენისაერთო ბუნებრივი მემკვიდრეობა“, - განაცხადაპრემიერმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |