პრემიერი ოპოზიციაზე: ამ ძალებს არსად აქვთ შანსი: არც არჩევნებში, არც პარლამენტში, არც ქუჩაში, არც საკონსტიტუციო სასამართლოში, ხან ერთს აანონსებენ, ხან მეორეს, თუმცა ყოველ ჯერზე ხელი მოეცარათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 16 ოქტომბერი 2026, 13:48

ამ ძალებს არსად აქვთ შანსი - არც არჩევნებში, არც პარლამენტში, არც ქუჩაში, არც საკონსტიტუციო სასამართლოში. აქედან გამომდინარე, სრულ გაურკვევლობაში არიან და ხან ერთს აანონსებენ, ხან მეორეს, თუმცა ყოველ ჯერზე, რამდენი რამეც დააანონსეს, ხელი მოეცარათ, რასაც აქვს ერთი მარტივი მიზეზი - ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ ამ პოლიტიკურ ძალებს და მეორე - არ არიან მართლები არც კანონის, არც კონსტიტუციისა და არც ხალხის, სახელმწიფოს, საკუთარი ქვეყნის წინაშე, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს სომხეთში.

მისივე თქმით, მათი ყველა გეგმა, საბოლოო ჯამში, წარუმატებლობისთვის არის განწირული.

„ასეთ პირობებში, შეუძლებელია, მიაღწიო რაიმე წარმატებას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეჰყურებდნენ საკუთარ პატრონებს საზღვარგარეთ, თუმცა ხედავთ, რომ ისინიც ვერ ეხმარებიან. შესაბამისად, სასოწარკვეთილებაში არიან და ასეთ დროს აკეთებენ მორიგ განცხადებებს ახალ გეგმებთან დაკავშირებით. ყველა ეს გეგმა, საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული“, - აღნიშნა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსეთმა უკრაინაში ხარკოვის და ოდესის რეგიონები დაბომბა, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში
შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი: წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი თავისთავად არ ირღვევა. ის მაშინ ირღვევა, როდესაც სუსტდება საერთაშორისო ინსტიტუტები
ირაკლი კობახიძე პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე: ისინი უხეშად და თავხედურად უპირისპირდებოდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, შესაბამისად, ახლა უწევთ არგუმენტების გარეშე წარდგნენ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირანის პრეზიდენტს შეხვდა
არქივი