ირაკლი კობახიძე: როდესაც ოცნებობ იმაზე, რომ დაისაჯოს შენი ქვეყანა და არა მარტო ოცნებობ ამისათვის ცდილობ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, ეს არის ღალატის ძალიან მკაფიო გამოხატულება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 16 ოქტომბერი 2026, 13:53

როდესაც ოცნებობ იმაზე, რომ დაისაჯოს შენი ქვეყანა და არა მარტო ოცნებობ ამისათვის ცდილობ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, ეს არის ღალატის ძალიან მკაფიო გამოხატულება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელი რადიკალური ოპოზიციის საქმიანობა თავისი არსით არის არაკონსტიტუციური, არის მტრული საკუთარი ქვეყნის მიმართ, ემსახურება კონსტიტუციური წყობილების შეცვლას.

პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომელიც ევროკავშირის მიერ სანქციების იანვრამდე გადაწევის გადაწყვეტილებას შეეხებოდა.

„ეს ადამიანები ვერ მალავენ საკუთარ მტრულ დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ და ეს განცხადებაც არის ამისი მორიგი გამოხატულება. როდესაც ოცნებობ იმაზე, რომ დაისაჯოს შენი ქვეყანა და არა მარტო ოცნებობ ამისათვის ცდილობ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, ეს არის ღალატის ძალიან მკაფიო გამოხატულება. ასეთი განცხადებები დამატებით დაგვეხმარება ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში, როდესაც წარვადგენთ ჩვენს სარჩელს ამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. მთელი მათი საქმიანობა თავისი არსით არის არაკონსტიტუციური, არის მტრული საკუთარი ქვეყნის მიმართ, ემსახურება კონსტიტუციური წყობილების შეცვლას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ასეთი განცხადებები დამატებით დახმარებას გაგვიწევს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსეთმა უკრაინაში ხარკოვის და ოდესის რეგიონები დაბომბა, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში
შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი: წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი თავისთავად არ ირღვევა. ის მაშინ ირღვევა, როდესაც სუსტდება საერთაშორისო ინსტიტუტები
ირაკლი კობახიძე პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე: ისინი უხეშად და თავხედურად უპირისპირდებოდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, შესაბამისად, ახლა უწევთ არგუმენტების გარეშე წარდგნენ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირანის პრეზიდენტს შეხვდა
არქივი