შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 16 ოქტომბერი 2026, 14:15

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის - წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე კარმელო აბელას შეხვდა და ამ თანამდებობაზე არჩევა მიულოცა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები. ხაზი გაესვა ამ ურთიერთობებში დიალოგის აღდგენის მნიშვნელობას და საპარლამენტო დიპლომატიის როლს ამ პროცესში.

მხარეებმა ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

შეხვედრა შედგა იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რუსეთმა უკრაინაში ხარკოვის და ოდესის რეგიონები დაბომბა, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში
შალვა პაპუაშვილი: წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი თავისთავად არ ირღვევა. ის მაშინ ირღვევა, როდესაც სუსტდება საერთაშორისო ინსტიტუტები
ირაკლი კობახიძე პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე: ისინი უხეშად და თავხედურად უპირისპირდებოდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, შესაბამისად, ახლა უწევთ არგუმენტების გარეშე წარდგნენ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირანის პრეზიდენტს შეხვდა
ირაკლი კობახიძე: როდესაც ოცნებობ იმაზე, რომ დაისაჯოს შენი ქვეყანა და არა მარტო ოცნებობ ამისათვის ცდილობ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, ეს არის ღალატის ძალიან მკაფიო გამოხატულება
არქივი