ვფიქრობ, ბრიუსელმა ძალიან მცდარი პოლიტიკა აირჩია ყალბი იმედების შექმნის, როდესაც საზოგადოებებს აჟიტირებენ, რომ დღეს თუ არა ხვალ უკვე მოხდება გაფართოება და ევროკავშირის წევრები გახდებიან. რეალობა დიამეტრულად სხვანაირია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 16 ოქტომბერი 2026, 16:02

ვფიქრობ, ბრიუსელმა ძალიან მცდარი პოლიტიკა აირჩია ყალბი იმედების შექმნის, როდესაც საზოგადოებებს აჟიტირებენ, რომ დღეს თუ არა ხვალ უკვე მოხდება გაფართოება და ევროკავშირის წევრები გახდებიან. რეალობა დიამეტრულად სხვანაირია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ნებისმიერი, ვინც რომელიმე კონკრეტულ თარიღს ასახლებს გაფართოებასთან დაკავშირებით, ყველაზე კარგ შემთხვევაში არ არის გულწრფელი, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი ტყუის.

„მნიშვნელოვანია, რეალურად შევხედოთ სამყაროს, ევროკავშირის გაფართოების პროცესს, მათ შორის, ამ ფორმატშიც ამ დღეებში გვქონდა შესაძლებლობა ჩემს ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციის. ერთი რამე უნდა ვიცოდე, ნებისმიერი, ვინც რომელიმე კონკრეტულ თარიღს ასახლებს გაფართოებასთან დაკავშირებით, ყველაზე კარგ შემთხვევაში არ არის გულწრფელი, ყველაზე ცუდ შემთხვევაში უბრალოდ ტყუის. დღეს ვერავინ დაასახელებს კონკრეტულ თარიღს, წელს, როდესაც ზოგადად იქნება ევროკავშირის გაფართოება და მით უმეტეს ვერ დაასახელებს რომელი ქვეყნები მოხვდება ამ გაფართოებაში. ვფიქრობ, ბრიუსელმა ძალიან მცდარი პოლიტიკა აირჩია ყალბი იმედების შექმნის, როდესაც საზოგადოებებს აჟიტირებენ, რომ დღეს თუ არა ხვალ უკვე მოხდება გაფართოება და ევროკავშირის წევრები გახდებიან. რეალობა დიამეტრულად სხვანაირია. მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს ეს რეალობა, არავინ დღეს და ხვალ არ ფიქრობს ევროკავშირის გაფართოებაზე, 2030 წელს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა რა გადაწყვეტილება იქნება, საერთოდ, რა სახეს იღებს საერთოდ ევროკავშირი. ვხედავთ, რომ თამაშის პროცესში წესები იცვლება და მსჯელობა მიდის იმაზე, რომ ახალი წევრები მთლად წევრები არ იქნებიან და რაღაც მეორეხარისხოვანი წევრები იქნებიან. ეს პროცესია, რომელსაც არ უნდა გადავაყოლოთ არც შიდა პოლიტიკური დისკუსია, არც ჩვენი ქვეყნის განვითარება, ჩვენი ქვეყანა უნდა განვითარდეს თავისი ლოგიკით, თავისი მიზნების მისაღწევად, ეკონომიკის გასაძლიერებლად, ქვეყნის გასაერთიანებლად და ამისი საბოლოო შედეგი შეიძლება, იყოს ევროკავშირის წევრობა და არა პირიქით, რომ ევროკავშირის წევრობის იდეით აჟიტირებულებმა დღეს კისერი წავიტეხოთ, როგორც ამას ზოგიერთი კანდიდატი ქვეყანა აკეთებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, დაკნინებულია ევროკავშირის, როგორც გლობალური მოთამაშის როლი.

„ეს არის სწორედ ევროკავშირის უმწიფარი საგარეო პოლიტიკის შედეგი. ის, რასაც კაია კალასი აკეთებს, ზუსტად ამის შედეგია, რომ არავინ სერიოზულად არ აღიქვამს ევროკავშირს, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას ითხოვენ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით და არავინ არ სვამს ამ მაგიდასთან. მაშინ, როდესაც ეკონომიკურად და მოსახლეობით მნიშვნელოვანი მოთამაშე უნდა იყოს,  სინამდვილეში, ეს ასე არ არის. ეს არის უმწიფარი პოლიტიკის შედეგი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი