შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 16 ოქტომბერი 2026, 16:03

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტ პეტრა ბაირს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ხშირად ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტალიზაცია პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რისი მაგალითიცაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამოკიდებულება საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მიმართ.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს პარლამენტსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ დღესდღეობით ასამბლეაში საქართველოს პარლამენტს დელეგაცია არ ჰყავს.

შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა PACE-ს მიერ 2025 წლის იანვარში მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც, მისი თქმით, უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს.

მან განაცხადა, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების გაგრძელების პირობად ახალი საპარლამენტო არჩევნების გამართვა განისაზღვრა, რითაც საპარლამენტო ასამბლეამ თავისივე პრინციპები დაარღვია. შალვა პაპუაშვილმა თანამშრომლობის აღდგენის გზად საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების უპირობო აღიარება დაასახელა.

შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული რჩება.
შეხვედრა შედგა იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციის ფარგლებში.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - სად არის დღეს მამუკა ხაზარაძე? უცხოეთში! სად არის გახარია? უცხოეთში! სად არის ვაშაძე? უცხოეთში! საით უნდა გაქცევა სააკაშვილს? უცხოეთში! - არ დავუშვებთ, რომ საქართველოში უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგი ტარდებოდეს!
აშშ-ის საელჩო - შეერთებული შტატები საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებაში ეხმარება
ვფიქრობ, ბრიუსელმა ძალიან მცდარი პოლიტიკა აირჩია ყალბი იმედების შექმნის, როდესაც საზოგადოებებს აჟიტირებენ, რომ დღეს თუ არა ხვალ უკვე მოხდება გაფართოება და ევროკავშირის წევრები გახდებიან. რეალობა დიამეტრულად სხვანაირია
რუსეთმა უკრაინაში ხარკოვის და ოდესის რეგიონები დაბომბა, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში
შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
არქივი