აშშ-ის საელჩო - შეერთებული შტატები საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებაში ეხმარება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 16 ოქტომბერი 2026, 16:05

შეერთებული შტატები საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებაში ეხმარება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასაზღვრო სექტორ „მამისონის“ გახსნა რაჭაში საზღვრის პატრულირებას შეუწყობს ხელს.

„შეერთებული შტატები საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებაში ეხმარება. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, კორტნი ოსტრიანი ჯავა-ონის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „მამისონის“ გახსნას დაესწრო, რომელიც აშშ-ის ევროპული სარდლობის მხარდაჭერით აშენდა. ახალი სექტორი რაჭაში საზღვრის პატრულირებას შეუწყობს ხელს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის – „მამისონის“ ახალი შენობა გახსნა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: მიღებულია გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ბატონი ირაკლი კირცხალიას და ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ბატონი ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე
ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომებზე: ზოგადად რა პროცესებიც წარიმართა ქვეყნის შიგნით, მათ შორის გუნდის შიგნით, ამ თემებზე იყო საუბარი. ძალიან მოკლედ შევეხეთ სხვადასხვა თემას, საგარეო პოლიტიკური კონტექსტიც ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებითაც იყო საუბარი
ირაკლი კობახიძე: მშვიდობის დაცვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, მშვიდობიანი განვითარება კი სწორედ ძლიერ ჯარსა და თავდაცვისუნარიანობაზე დგას, ერი, რომელსაც არ ახსოვს თავისი გმირები, უკეთეს მომავალს ვერ ააშენებს, სწორედ ამიტომ, სახელმწიფო დგამს ნაბიჯებს მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებისა და ტარიფების ნაწილი შეაჩერა
დონალდ ტრამპი - უკრაინისთვის Starlink-ის შეზღუდვის ბრძანება არ გამიცია, არა მგონია ეს ილონ მასკი იყო
არქივი