საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, იგნაციო კასისს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 16 ოქტომბერი 2026, 18:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელ იგნაციო კასისს შეხვდა, რომელიც საქართველოში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის რანგში იმყოფება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. ხაზი გაესვა ეუთო-ს,  როგორც დიალოგის, ნდობის აღდგენისა და ყოვლისმომცველი უსაფრთხოების ხელშეწყობის ინკლუზიური პლატფორმის, მნიშვნელობას.

ამასთან, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და  უსაფრთხოების გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მტკიცე ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი.

ყურადღება ასევე გამახვილდა შვეიცარიის კონფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობასა და პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებზე.

შეხვედრას დაესწრნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - COP17-ის ფარგლებში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ირანის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება
ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროსა“ და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ
შალვა პაპუაშვილი - სად არის დღეს მამუკა ხაზარაძე? უცხოეთში! სად არის გახარია? უცხოეთში! სად არის ვაშაძე? უცხოეთში! საით უნდა გაქცევა სააკაშვილს? უცხოეთში! - არ დავუშვებთ, რომ საქართველოში უცხო ხელისუფლებების დღის წესრიგი ტარდებოდეს!
აშშ-ის საელჩო - შეერთებული შტატები საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებაში ეხმარება
შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
არქივი