დონალდ ტრამპის ახალი პრესსპიკერი, ქეითი ზაქარია პარასკევს, თანამდებობის დაკავებიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში გაათავისუფლეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 16 ოქტომბერი 2026, 22:51

დონალდ ტრამპის ახალი პრესსპიკერი, ქეითი ზაქარია პარასკევს, თანამდებობის დაკავებიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას საკითხში ჩახედულ სამ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

პარასკევს ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ მან თავად უბიძგა ზაქარიას, „გადაეხედა“ ამ პოზიციაზე მუშაობის გადაწყვეტილებისთვის.

„გულწრფელად რომ ვთქვა, შენს ადგილას გადავხედვდი [ამ გადაწყვეტილებას]“, - გაიხსენა პრეზიდენტმა პრესსპიკერთან საუბარი და დასძინა: „ქეით, გჭირდება ეს? არ ვფიქრობ, რომ ეს გჭირდება“.

ქეითი ზაქარიასთვის პირველი და, როგორც აღმოჩნდა, საბოლოო პრესბრიფინგი სამშაბათს საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა.

ამას მოჰყვა მედიის მასშტაბური კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, ასაღებდა თუ არა ის თავს იურისტად, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატთა ასოციაციის გამოცდა ვერ ჩააბარა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი - უკრაინისთვის Starlink-ის შეზღუდვის ბრძანება არ გამიცია, არა მგონია ეს ილონ მასკი იყო
რომის პაპი ლეო რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა
ირაკლი კობახიძე – ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი „ასკანელი რეზორტი“ კახეთს კიდევ უფრო მეტ ტურისტულ მიზიდულობას შესძენს, ეს სასტუმრო შექმნის 100 მუდმივ სამუშაო ადგილს ადგილობრივი მოსახლეობისთვის
ირაკლი კობახიძე - COP17-ის ფარგლებში ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ირანის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება
ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროსა“ და შოთა ყიფიანს პატიმრობა შეეფარდათ
არქივი