დავით ქართველიშვილი: ამერიკის მსგავსად, გერმანიაც საწვავის ფასებზე აწუწუნდა - რუსული საწვავი გვინდაო, რადგან მოსკოვში ბენზინი ევროპულ დედაქალაქებსა და თბილისზე გაცილებით იაფია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 17 ოქტომბერი 2026, 11:42

რუსული საწვავისადმი ევროპის ქვეყნების ინტერესი ახსნა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. როგორც ექსპერტი წერს, ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, რუსული საწვავის დაბალი ფასი იყოს.


დავით ქართველიშვილს მაგალითად რამდენიმე ქვეყანა მოჰყავს, სადაც საწვავის ფასი რუსულისას თითქმის, სამჯერ აღემატება და მათ შორისაა გერმანია, რომელიც ღიად გამოთქვამს ინტერესს ამ ბაზრის მიმართ.


„შეიძლება, დაგაინტერესოთ და მიხვდებით, ამერიკის მსგავსად რატომ დაიწყო უკვე დღეს გერმანიამაც ენერგოწუწუნი: ჩვენც გვინდაო რუსული საწვავი. მოდით, შევადაროთ მოსკოვის ფასები - ევროპულს, და ბოლოს ჩვენი თბილისური ტკივილიც გავიზიაროთ. მაშ ასე, 2026 წლის 16 ოქტომბერი (ფასები მომყავს პირდაპირ ლარების ექვივალენტში):

მოსკოვი: ბენზინი პრემიუმი (95) - 2,45 ₾; დიზელი - 2,58 ₾
პარიზი: ბენზინი პრემიუმი (95) - 6,43 ₾; დიზელი - 6,78 ₾
ბერლინი: ბენზინი პრემიუმი (95) - 6,43 ₾; დიზელი - 6,61 ₾
ათენი: ბენზინი პრემიუმი (95) - 6,40 ₾; დიზელი - 6,17 ₾
ბუდაპეშტი: ბენზინი პრემიუმი (95) - 5,09 ₾; დიზელი - 5,65 ₾
კოპენჰაგენი: ბენზინი პრემიუმი (95) - 7,74 ₾; დიზელი - 7,30 ₾
თბილისი: ბენზინი პრემიუმი (95) - 4,28 ₾; დიზელი - 4,96 ₾,“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცოტნე ანანიძე "ტვ პირველს": ირაკლი კობახიძის დამშვიდობება არ იქნება - მშვიდობა კი იქნება ჩვენი გუნდით
დავით ქართველიშვილი: საქართველოს ამოცანაა, საკუთარი სატრანზიტო მარშრუტი იმდენად მოსახერხებელი გახადოს, რომ ალტერნატიული გზების გაჩენის შემთხვევაშიც კი გადამზიდავებისთვის საქართველოს ინფრასტრუქტურით სარგებლობა უფრო მომგებიანი იყოს
ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა
დავით ქართველიშვილი: პოლიტიკური ასპარეზის გაწმენდა რადიკალური დაჯგუფებებისგან, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟსა და გარეგან მართვაზე არიან ორიენტირებულნი, პარტიული სისტემის გაჯანსაღების საშუალებას მოგვცემს
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ გალაშქრებას - „ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ
არქივი