ირაკლი კობახიძე: მიღებულია გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ბატონი ირაკლი კირცხალიას და ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ბატონი ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 17 ოქტომბერი 2026, 16:09

მიღებულია გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ბატონი ირაკლი კირცხალიას და ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ბატონი ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.


მან „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში გამართულ პოლიტიკური საბჭოს სხდომასა და უმრავლესობის სხდომაზე განხილულ საკითხებზე ილაპარაკა. მისივე თქმით, ორივე შეკრებას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უძღვებოდა.


კობახიძემ აღნიშნა, რომ ორივე შეხვედრაზე განიხილეს როგორც საგარეო, ისე საშინაო მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.


„როგორც პოლიტსაბჭოს წევრებისთვის, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ პარტიის საპატიო თავმჯდომარისგან, ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან მოესმინათ მისი შეხედულებები, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ორივე შეხვედრა წარიმართა დისკუსიის ფორმატში, ძალიან საინტერესოდ. ეს არის ის, რაც განხილული იყო როგორც ერთ, ისე მეორე შევედრაზე.


რაც შეეხება პარტიის პოლიტიკურ საბჭოს, როგორც მოგეხსენებათ, პარტიის წესდების თანახმად, ჩვენ გვაქვს პოლიტსაბჭოს გაფართოების საშუალება და მიღებულია გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ბატონი ირაკლი კირცხალიას და ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ბატონი ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომებზე: ზოგადად რა პროცესებიც წარიმართა ქვეყნის შიგნით, მათ შორის გუნდის შიგნით, ამ თემებზე იყო საუბარი. ძალიან მოკლედ შევეხეთ სხვადასხვა თემას, საგარეო პოლიტიკური კონტექსტიც ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებითაც იყო საუბარი
ირაკლი კობახიძე: მშვიდობის დაცვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, მშვიდობიანი განვითარება კი სწორედ ძლიერ ჯარსა და თავდაცვისუნარიანობაზე დგას, ერი, რომელსაც არ ახსოვს თავისი გმირები, უკეთეს მომავალს ვერ ააშენებს, სწორედ ამიტომ, სახელმწიფო დგამს ნაბიჯებს მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად
ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციებისა და ტარიფების ნაწილი შეაჩერა
დონალდ ტრამპი - უკრაინისთვის Starlink-ის შეზღუდვის ბრძანება არ გამიცია, არა მგონია ეს ილონ მასკი იყო
დონალდ ტრამპის ახალი პრესსპიკერი, ქეითი ზაქარია თანამდებობის დაკავებიდან ერთ კვირაში გაათავისუფლეს
არქივი