ირაკლი კობახიძე ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებზე: რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არამიზნობრივი ხარჯი იყო გაწეული. მთავრობის ადმინისტრაციიდან პირველადი ინფორმაციის თანახმად, არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება. მეტიც - ბევრად მეტი იყო გამოყოფილი თანხა და ამ თანხის ძალიან დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 17 ოქტომბერი 2026, 19:03

მე, პირველ რიგში, შევეხები იმ ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია პატრიარქის დაკრძალვასთან. რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არამიზნობრივი ხარჯი იყო გაწეული, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას კულტურის ყოფილი მინისტრის, თინათინ რუხაძის მიმართ ამ საკითხზე სოციალურ ქსელში დასმულ კითხვებთან დაკავშირებით.


ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მთავრობის ადმინისტრაციიდან მიღებული პირველადი ინფორმაციით, არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება.


„ამასთან დაკავშირებით მე პირველადი ინფორმაცია უკვე მაქვს. მთავრობის ადმინისტრაციიდან პირველადი ინფორმაციის თანახმად არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება. მეტიც - ბევრად მეტი იყო გამოყოფილი თანხა და ამ თანხის ძალიან დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ არის საზოგადოებრივი ინტერესი და იყო არაერთი განცხადება გავრცელებული ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ თავს ვალდებულად მივიჩნევთ, რომ სრული, დეტალური ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას გავუზიაროთ და ამას უახლოეს მომავალში გავაკეთებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მან ჟურნალისტის კითხვაზე, დაინტერესდება თუ არა ამ საკითხით პროკურატურა, უპასუხა: „პირველ რიგში, თქვენ წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას“.


„თუ კიდევ რაიმე კითხვა დარჩება ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიმსჯელოთ ერთად და შეგვიძლია ნებისმიერ უწყებას მივმართოთ, მაგრამ ჯერ თქვენ გაგიზიარებთ, თუ რა ხარჯები იქნა გაწეული“, - დასძინა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნანა ყეინიშვილმა, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარეობს, ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ილაპარაკა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი
ირაკლი კობახიძე ევროკავშირთან ურთიერთობაზე: ნაბიჯები ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას და გვაქვს ძალიან მკაფიო და მარტივი შეთავაზება - დავიწყოთ დიალოგი
„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის, სამთავრობო გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად ეს გამოწვევები სრულად და ეფექტურად არის გადალახული
ირაკლი კობახიძე: მიღებულია გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ბატონი ირაკლი კირცხალიას და ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ბატონი ზურაბ პატარაძის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე
არქივი