საფრანგეთში ლიმოჟის მერიის შენობა, რომელსაც დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს, თითქმის მთლიანად განადგურდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 18 ოქტომბერი 2026, 01:54

საფრანგეთში ხანძარმა ლიმოჟის მერიის შენობა თითქმის მთლიანად გაანადგურა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ცეცხლი შენობის სახურავზე გავრცელდა და ჩამოიშალა.

პრეფექტურის განცხადებით, შენობის ფასადის ორი მესამედი უკვე ჩამოშლილია და შენობა, ფაქტობრივად, განადგურებულია.

ადგილობრივმა პრეფექტმა, მორის ბარატმა განაცხადა, რომ შენობისთვის მიყენებული ზიანი კულტურული მემკვიდრეობისთვის კატასტროფაა.

როგორც ფრანგული მედია წერს, ნიღბიანმა დემონსტრანტებმა მერიის შენობის წინ პოლიციის ავტომობილი დაწვეს, შემდეგ კი შენობის ფანჯრები ჩაამსხვრიეს, შიგნით შეიჭრნენ და ცეცხლი გააჩინეს.

მერიის შენობა 1883 წელს გაიხსნა, მისი ნაწილი კი 1975 წელს ისტორიულ ძეგლად გამოცხადდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საფრანგეთში საპროტესტო აქციების 400-მდე მონაწილე დააკავეს
მაკრონი: საფრანგეთში ძალადობის ადგილი არ არის - ისინი, ვინც თავს ესხმოდნენ პრეფექტურებსა და მერიებს, სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარებიან და დაისჯებიან, სამართალდამცველებს კი მთელი ერის მხარდაჭერას ვუცხადებ
რევაზ სოხაძე: ვცვლით თამაშის წესებს, რათა მივიღოთ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და გავაძლიეროთ ქართული სამშენებლო კომპანიები
ნანა ყეინიშვილმა, რომლის წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარეობს, ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ილაპარაკა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი
არქივი