დააკავეს თაღლითობაში ბრალდებულები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 18 ოქტომბერი 2026, 13:42

დააკავეს ორი პირი, რომლებმაც ნაცნობ ქალს ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის წამოწყება შესთავაზეს, გეგმის განსახორციელებლად ქალმა საბანკო სესხები აიღო და ბრალდებულებს 116 475 ლარი გადასცა, ბრალდებულებმა კი შეთანხმებული პირობები არ შეასრულეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ორი პირი ბათუმში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაცნობ ქალს ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის წამოწყება შესთავაზეს. აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად ქალმა საბანკო სესხები აიღო და ბრალდებულებს ჯამში 116 475 ლარი გადასცა.

ბრალდებულებმა შეთანხმებული პირობები არ შეასრულეს და გადაცემულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

სამართალდამცველებმა ორივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბათუმში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მებაჟე ოფიცრებმა, შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სგპ „ვალესა“ და „თბილისის აეროპორტში“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს
სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მსოფლიოს თასის ჩემპიონია
რომის პაპმა ოპერაციის შემდეგ პირველი მესა ჩაატარა
ეკა სეფაშვილი ევროპის ქვეყნებში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე: ის ორმაგი სტანდარტები, რაც საქართველოსთან მიმართებით გამოიყენეს, ბუმერანგის პრინციპით დაუბრუნდათ
დონალდ ტრამპი: საფრანგეთი იწვის! სრულიად სხვა სამყაროდან ჩამოსულმა იმიგრაციამ, იმ ადამიანებმა, რომლებსაც გულში სიძულვილი აქვთ, ეს ოდესღაც დიდი ქვეყანა დაანგრიეს. ჩაკეტეთ თქვენი საზღვრები
არქივი