მილანში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 18 ოქტომბერი 2026, 13:45

მილანის ცენტრში, საპროტესტო აქციების დროს მომიტინგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ, მაღაზიები გაძარცვეს და შენობებს ცეცხლი წაუკიდეს. ამის გამო დუომოს მოედანი და ძვირადღირებული სავაჭრო გალერეა, რომლებიც ჩვეულებრივ მყიდველებითაა სავსე, დაცარიელდა.

ომისა და ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ მიმართული მსვლელობა მშვიდობიანად დაიწყო, თუმცა ნიღბიანმა დემონსტრანტებმა საპოლიციო ძალებს ქვები, გზის ფილები და სხვა საგნები დაუშინეს, ბარების მაგიდებისგან აგებულბარიკადებს კი ცეცხლი წაუკიდეს.

პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სააგენტო LaPresse-ს ცნობით, დაშავდა სულ მცირე ორი პოლიციელი და დაკავებულია დაახლოებით 50 დემონსტრანტი, მათ შორის ბევრი არასრულწლოვანია.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯიამელონიმსოციალურ ქსელში მომხდარი ძალადობა დაგმო. „პროტესტის გამოხატვა უფლებაა. ჩვენი ქალაქების გადაწვა - არა“, - დაწერა მან და დასძინარომ „ხულიგნები დემონსტრაციებს ქაოსის დასათესად, უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირებზე თავდასხმისა და მთელი ქალაქების მძევლად ასაყვანად იყენებენ“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მილანში საპროტესტო აქციებზე 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
მანანა კობახიძე - ბევრი ვიშრომე, ბევრი ვიბრძოლე, ძალიან დიდი ენერგია ჩავდე და არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, იურისტობაც დასრულდეს
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის არის ნაცემი
ევროკავშირში აშშ-ის ელჩი – აშშ ევროპას „გამანადგურებელი“ საპასუხო ზომებით ემუქრება, თუ ევროკავშირი ამერიკულ კომპანიებს, მათ შორის „სფეის იქსს“, ბაზარზე წვდომას შეუზღუდავს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
არქივი