საფრანგეთის შსს-ს ინფორმაციით, გუშინ დემონსტრაციის დროს 2 400-მდე აქტივისტი დააკავეს, დაშავდა 1 000 სამართალდამცველი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 19 ოქტომბერი 2026, 05:40

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში შაბათს გამართული დემონსტრაციის დროს 2 400-მდე აქტივისტი დააკავეს.

მათივე ცნობით, აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს დაახლოებით 1 000 პოლიციელი და ჟანდარმი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შვიდი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

ამასთან, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც დემონსტრანტი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ცნობისთვის, საფრანგეთში მასწავლებლების დეფიციტისა და სკოლების შენობებში არასათანადო მდგომარეობის გამო გამართული საპროტესტო აქციები გასულ თვეში პარიზში დაიწყო და ქვეყნის მასშტაბით გავრცელების შემდეგ სულ უფრო ძალადობრივი გახდა. დაპირისპირების დროს ასობით ადამიანი დაშავდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა დაიწყება, რომელიც 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვას შეეხება
დონალდ ტრამპი - ზელენსკის ქვეყანა განადგურებულია, მიწების დიდი ნაწილი დაკარგულია, ზღვები წართმეული, უკრაინელი მამაკაცების რაოდენობა შემცირებულია - ბევრი დაჭრილია ან დაღუპული. მე მინდა ეს ომი დასრულდეს
მებაჟე ოფიცრებმა, შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სგპ „ვალესა“ და „თბილისის აეროპორტში“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს
სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მსოფლიოს თასის ჩემპიონია
რომის პაპმა ოპერაციის შემდეგ პირველი მესა ჩაატარა
არქივი