პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, 5 პირს ბრალდება წარუდგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 19 ოქტომბერი 2026, 15:59

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა დროს, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: 125 გრამამდე ,,ალფა-პვპ”, 150 გრამამდე ,,კოკაინი”, 111 აბი სახით და 119 შეკვრად დაფასოებული „მეთადონი“, საიდანაც ბრალდებულთა ნაწილმა ნარკოტიკული საშუალებები იმერეთის რეგიონში, სხვადასხვა ადგილზე განათავსეს. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „“ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზელენსკი: უკრაინა მზადაა ნატოში არ გაწევრიანების საკითხი განიხილოს, თუ კიევს სხვა გარანტიებს მისცემენ
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თანამესაკნეების მხრიდან ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა: ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანის მშენებლობა სრულად დასრულდეს, ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თბილისის შემოვლითი გზა - ჩვენი გეგმის თანახმად, უწყვეტი, 4-ზოლიანი ავტობანი იქნება უზრუნველყოფილი 2030 წლისთვის სარფიდან წითელ ხიდამდე და სადახლომდე
თინა ბოკუჩავა სააკაშვილს სიცრუეში ამხელს
ტრამპი ზელენსკიზე: მას ჩემთვის რომ დაეჯერებინა, ბევრად უკეთეს გარიგებას დადებდა დიდი ხნის წინ და მისი მილიონობით ადამიანი ცოცხალი დარჩებოდა
არქივი