გია ვოლსკი – ადვოკატსაც და ირაკლი ღარიბაშვილსაც გაუჭირდებათ დამტკიცება, რომ პოლიტიკური ნიშანი დევს მის გასამართლებაში, რეალური ფაქტები დაიდო და დანაშაული სახეზეა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 19 ოქტომბერი 2026, 16:03

ადვოკატსაც და ირაკლი ღარიბაშვილსაც გაუჭირდება, დაამტკიცოს, რომ რაღაც პოლიტიკური ნიშანი დევს მის გასამართლებაში, დაკავებაში, სასამართლო პროცესში და პროკურატურას სხვა არაფერი გააჩნია, თუ არა პოლიტიკური მოსაზრება, ფაქტი რეალურია და მან ეს რეალური ფაქტი აღიარა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, რეალური ფაქტები დაიდო და კრიმინალური დანაშაული სახეზეა.

„დანაშაული სახეზეა და არა მარტო ეს დანაშაულია სახეზე, საერთოდ დანაშაული, როდესაც ასეთი ვითარებიდან გამომდინარე კიდევ სხვა გყავს ჩართული სახელმწიფო სტრუქტურებიდან, იგივე თავდაცვის სამინისტრო ამ დანაშაულებრივ სქემაში. ძნელი იქნება თავის მართლება მიუხედავად იმისა, რომ ეს რაღაც გარკვეულ ტრაგიკულ ელემენტებსაც ატარებს. ტრენდი შეიქმნა, რომ დანაშაულს თუ ჩაიდენ, მაგალითად, 17 მილიონს თუ მოიპარავ ბანკიდან და ოფშორულ ზონაში გადარიცხავ, უნდა თქვა, რომ პოლიტიკური პარტია ვარ, პოლიტიკური პარტია უნდა შექმნა და შემდეგ თქვა, რომ პროცესი იმის გამო კი არ მიმდინარეობს, რომ დანაშაული იყო ჩადენილი, არამედ პოლიტიკური ქოლგის ქვეშ უნდათ, რომ დაიმალონ. იგივე ხდება ღარიბაშვილის შემთხვევაშიც.  სხვა არანაირი არგუმენტი არ გააჩნია და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ამას ყველაფერს პოლიტიკური სარჩული დაუდონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, ისწავლა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისგან, როგორ აიღოს თანხა და შემდეგ ეს ყველაფერი პოლიტიკურ პროცესად აქციოს, ვოლსკიმ უპასუხა, რომ „დიახ“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი რეგიონებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს „ნაწილობრივი და ძალიან ლოკალიზებული“ კომენდანტის საათის საათის დაწესებას სთხოვს
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, 5 პირს ბრალდება წარუდგინა
თამარ ჩიბურდანიძე: დღეს ევროპა მიგრანტების ტყვეობაშია, ხოლო მათი ქმედებები ისტორიულ შურისძიებას უფრო ჰგავს - მიგრანტები წვავენ ყველაფერს, რაც მათ არ შეუქმნიათ და რაც ღირებულია ევროპისთვის
ეკა სეფაშვილი: მიგრაციის პრობლემა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მისი მართვა მოითხოვს გარკვეულ რესურსებს და საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევას
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია
არქივი