განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 19 ოქტომბერი 2026, 18:25

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’ და შექმნა პირობები მისი უკანონო რეალიზაციისთვის. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება და მისი დაფასოებისთვის საჭირო ნივთები შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოიღეს.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექს 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა არაერთგზის), 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ და მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირში აშშ-ის ელჩი – აშშ ევროპას „გამანადგურებელი“ საპასუხო ზომებით ემუქრება, თუ ევროკავშირი ამერიკულ კომპანიებს, მათ შორის „სფეის იქსს“, ბაზარზე წვდომას შეუზღუდავს
კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ღია და საზოგადოება დაინახავს თუ რა პროცესები მიმდინარეობს, დანარჩენი სასამართლოს გადასაწყვეტია
კახა კალაძე საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე: დღეს იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენ
გია ვოლსკი – ადვოკატსაც და ირაკლი ღარიბაშვილსაც გაუჭირდებათ დამტკიცება, რომ პოლიტიკური ნიშანი დევს მის გასამართლებაში, რეალური ფაქტები დაიდო და დანაშაული სახეზეა
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი რეგიონებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს „ნაწილობრივი და ძალიან ლოკალიზებული“ კომენდანტის საათის საათის დაწესებას სთხოვს
არქივი