სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის არის ნაცემი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 19 ოქტომბერი 2026, 20:04

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის არის ნაცემი.

„იმედინიუსის“ შეკითხვაზე უწყებაში აცხადებენ, რომ ეს არის სიცრუე, რაც შეეხება ბრალდებულის დედის მოთხოვნას შვილთან შეხვედრის შესახებ, პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ პროკურატურის მიერ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბრალდებულს პაემნით სარგებლობა აკრძალული აქვს.

„მიუხედავად აღნიშნული შეზღუდვისა, ბოლო პერიოდში დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებული არასწორი ინფორმაციისა და მისი ოჯახის ინტერესების გათვალისწინებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობით მიმართა და შედეგად, ბრალდებულს ერთჯერადად სატელეფონო ზარით სარგებლობის უფლება მიეცა. ამდენად, გაუგებარია, რატომ ვრცელდება ისევ დეზინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აცხადებენ სპეციალურ პენიტენციური სამსახურში.

პატიმრობაში მყოფი ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი, დავით ფეიქრიშვილი ნაცემია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მილანში საპროტესტო აქციებზე 250-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
მანანა კობახიძე - ბევრი ვიშრომე, ბევრი ვიბრძოლე, ძალიან დიდი ენერგია ჩავდე და არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, იურისტობაც დასრულდეს
ევროკავშირში აშშ-ის ელჩი – აშშ ევროპას „გამანადგურებელი“ საპასუხო ზომებით ემუქრება, თუ ევროკავშირი ამერიკულ კომპანიებს, მათ შორის „სფეის იქსს“, ბაზარზე წვდომას შეუზღუდავს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ღია და საზოგადოება დაინახავს თუ რა პროცესები მიმდინარეობს, დანარჩენი სასამართლოს გადასაწყვეტია
არქივი