ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: სასამართლოს მაგივრად ურჩევნიათ, ესაუბრონ უცხოელ დიპლომატებს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის იმაზე, რომ საკუთარი პოზიციების დაცვის იმედი არ აქვთ, გამომდინარე იქიდან, რომ არ აქვთ არგუმენტები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 20 ოქტომბერი 2026, 16:22

სასამართლოს მაგივრად ურჩევნიათ, ესაუბრონ უცხოელ დიპლომატებს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის იმაზე, რომ მათ საკუთარი პოზიციების დაცვის იმედი არ აქვთ, გამომდინარე იქიდან, რომ არგუმენტები არ აქვთ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ელჩებთან შეხვედრას შეეხებოდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელი ამ წლების განმავლობაში ეს პოლიტიკური პარტიები არაფერს არ აკეთებდნენ, გარდა საბოტაჟისა.


„ისინი ყოველთვის ასე აკეთებენ, ხალხის ნაცვლად, არჩევნების წინ ესაუბრებიან დიპლომატებს და უცხოელ პატრონებს,არჩევნების წინაც კი, როცა ხალხს უნდა ესაუბრონ და ახლა, როცა არის სასამართლო პროცესი, სასამართლოს მაგივრად ურჩევნიათ, ესაუბრონ უცხოელ დიპლომატებს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის იმაზე, რომ მათ საკუთარი პოზიციების დაცვის იმედი არ აქვთ, გამომდინარე იქიდან, რომ არგუმენტები არ აქვთ. მთელი ამ წლების განმავლობაში ეს პოლიტიკური პარტიები არაფერს არ აკეთებდნენ, გარდა საბოტაჟისა. ჯერ 2012 წლამდე, თქვენ იცით, როგორია ამ პოლიტიკური პარტიების წარსული და მერე 2012 წლიდან მოყოლებული. ჯერ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველა არჩევნების ჩაშლა სცადეს. 2012 წლის არჩევნების ჩაშლაც კი სცადეს, რომელიც მათ მიერვე იყო ჩატარებული და მერე 2016 წელს, 2020 წელს, 2024 წელს საუბარი მაქვს მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე, პრაქტიკულად სცადეს ყველა არჩევნების ჩაშლა არალეგიტიმურად გამოაცხადეს, მათ შორის ჯერ მარგველაშვილი, მერე ზურაბიშვილი. ყველა პრეზიდენტს აცხადებდნენ არალეგიტიმურად, ყველა პარლამენტს აცხადებდნენ არალეგიტიმურად, რაც თავისთავად ფარსი იყო, შემდეგ უწევდათ „არალეგიტიმურ“ პარლამენტში შესვლა, „არალეგიტიმური“ პრეზიდენტის გმირად გამოცხადება და ა.შ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ მათთვის ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ თვითმიზანი იყო საბოტაჟის განხორციელება, კონსტიტუციური წყობილების მიმართ საბოტაჟის განხორციელება. ეს არის ის მარტივი არგუმენტები, რასაც ისინი ვერ უპირისპირებენ საკუთარ კონტრარგუმენტებს. აქედან გამომდინარე, ეშინიათ საკონსტიტუციო მართლმსაჯულების და ურჩევნიათ, საკონსტიტუციო სასამართლოს ნაცვლად არსებითად ესაუბრონ სწორედ ელჩებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზელენსკი: უკრაინა მზადაა ნატოში არ გაწევრიანების საკითხი განიხილოს, თუ კიევს სხვა გარანტიებს მისცემენ
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თანამესაკნეების მხრიდან ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა: ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანის მშენებლობა სრულად დასრულდეს, ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თბილისის შემოვლითი გზა - ჩვენი გეგმის თანახმად, უწყვეტი, 4-ზოლიანი ავტობანი იქნება უზრუნველყოფილი 2030 წლისთვის სარფიდან წითელ ხიდამდე და სადახლომდე
თინა ბოკუჩავა სააკაშვილს სიცრუეში ამხელს
ტრამპი ზელენსკიზე: მას ჩემთვის რომ დაეჯერებინა, ბევრად უკეთეს გარიგებას დადებდა დიდი ხნის წინ და მისი მილიონობით ადამიანი ცოცხალი დარჩებოდა
არქივი