პრემიერი: ცალსახა ორმაგი სტანდარტია: არამარტო საფრანგეთთან, ალბანეთთან მიმართებითაც კი ევროპელი ბიუროკრატები არა ხელისუფლებას მოუწოდებენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ, არამედ მომიტინგეებს მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ კონკრეტული ქმედებებისგან, საქართველოში პირიქით, ისინი აქეზებდნენ ხოლმე, მათ შორის, მოძალადე მომიტინგეებს და უამრავი სიყალბე იყო, მოძალადეებს აცხადებდნენ მშვიდობიან მომიტინგეებად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 20 ოქტომბერი 2026, 16:24
ცალსახაა აქ ორმაგი სტანდარტი, მათ შორის განცხადებებშიც. არამარტო საფრანგეთთან მიმართებით, ალბანეთთან მიმართებითაც კი ხედავთ, რომ ევროპელი ბიუროკრატები არა ხელისუფლებას მოუწოდებენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ, არამედ მომიტინგეებს მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ კონკრეტული ქმედებებისგან, საქართველოში პირიქით, ისინი აქეზებდნენ ხოლმე მომიტინგეებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, ევროპელი ბიუროკრატები საქართველოსთან მიმართებით აქეზებდნენ მოძალადე მომიტინგეებსაც და მათ მშვიდობიან მომიტინგეებად მოიხსენიებდნენ, რაც იყო ჩვეულებრივი ფარსი.

„ცალსახაა აქ ორმაგი სტანდარტი, მათ შორის განცხადებებშიც. არამარტო საფრანგეთთან მიმართებით, ალბანეთთან მიმართებითაც კი ხედავთ, რომ ევროპელი ბიუროკრატები არა ხელისუფლებას მოუწოდებენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ, არამედ მომიტინგეებს მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ კონკრეტული ქმედებებისგან. საქართველოში პირიქით, ისინი აქეზებდნენ ხოლმე მომიტინგეებს, მათ შორის, მოძალადე მომიტინგეებს და უამრავი სიყალბე იყო, მოძალადეებს აცხადებდნენ მშვიდობიან მომიტინგეებად, რაც არის ჩვეულებრივი ფარსი, რასაც მიჩვეულები ვართ. ასეთი ფარსი არ გაითამაშეს საფრანგეთთან და ალბანეთთან მიმართებით, რასაც აქვს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური სარჩული. მთავარია, სამართლიანობა, მთავარია ჯანსაღი მიდგომა, სწორი განცხადებების კეთება, რასაც ვერ ვხედავდით ჩვენს შემთხვევაში. ჩვენ, პირველ რიგში, ევროპულ ქვეყნებს ვუსურვებთ მშვიდობას და სიმშვიდეს, ეს არის ჩვენი სურვილი ევროპელი ხალხებისა და ევროპული ქვეყნების მიმართ,“- აღნიშნა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანის მშენებლობა სრულად დასრულდეს, ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თბილისის შემოვლითი გზა - ჩვენი გეგმის თანახმად, უწყვეტი, 4-ზოლიანი ავტობანი იქნება უზრუნველყოფილი 2030 წლისთვის სარფიდან წითელ ხიდამდე და სადახლომდე
თინა ბოკუჩავა სააკაშვილს სიცრუეში ამხელს
ტრამპი ზელენსკიზე: მას ჩემთვის რომ დაეჯერებინა, ბევრად უკეთეს გარიგებას დადებდა დიდი ხნის წინ და მისი მილიონობით ადამიანი ცოცხალი დარჩებოდა
შალვა პაპუაშვილი: შვიდი წელია ბრიუსელი უყურებს არა მხოლოდ ძალადობას, არამედ ხელისუფლების დამხობის მცდელობებს და არც ერთხელ არ დაუგმია
ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებაზე: როდესაც არის მიმდინარე სასამართლო პროცესი და კონკრეტული ევროპული ინსტიტუტი ცდილობს, განახორციელოს ზეწოლა, ეს თავისთავად, შემაშფოთებელია - ყველამ პატივი უნდა სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობას, სამართლის უზენაესობას, ინსტიტუციების დამოუკიდებლობას
არქივი