ლადო სადღობელაშვილი: სულ უფრო აქტუალური ხდება მოთხოვნა, რომ აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან იდეოლოგიურად თუ პერსონალურად ასოცირებული ყველა პარტია, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს რადიკალიზმი და ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 20 ოქტომბერი 2026, 17:25

ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ხალხს ელაპარაკონ და ქვეყნის განვითარებაზე იზრუნონ, ეს ანგაჟირებული მანქურთები კვლავ უცხოტომელ მბრძანებლებთან დარბიან, რათა მორიგი დავალებები, მითითებები და დაფინანსება მიიღონ, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების ელჩებთან შეხვედრასთან დაკავშირებით.

მისვე თქმით, სულ უფრო აქტუალური ხდება მოთხოვნა, რომ აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან იდეოლოგიურად თუ პერსონალურად ასოცირებული ყველა პარტია, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს რადიკალიზმი და ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობა.


„ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ხალხს ელაპარაკონ და ქვეყნის განვითარებაზე იზრუნონ, ეს ანგაჟირებული მანქურთები კვლავ უცხოტომელ მბრძანებლებთან დარბიან, რათა მორიგი დავალებები, მითითებები და დაფინანსება მიიღონ. მათი მიზანი უცვლელია, არეულობის, რადიკალიზმისა და დესტაბილიზაციის გზით საკუთარი პოლიტიკური ზრახვების განხორციელება.


საზოგადოება ბრძენია და კარგად ხედავს, თუ ვინ დგას ქვეყნის მშვიდობის გვერდით და ვინ ცდილობს პროცესების გარედან მართვას. ქართველი ხალხი არ „შეჭამს ამ საკენკს“ და არ აჰყვება ქვეყნის ინტერესების საზიანოდ დაგეგმილ პროვოკაციებს.


- სწორედ ამიტომ, სულ უფრო აქტუალური ხდება მოთხოვნა, რომ აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან იდეოლოგიურად თუ პერსონალურად ასოცირებული ყველა პარტია, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს რადიკალიზმი და ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობა“, - წერს სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლადო სადღობელაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის მხოლოდ ერთი პარტია - ეს არის მენტალობა და იდეოლოგიური ქსელი, რომელმაც ფესვები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში გაიდგა. საკონსტიტუციო სასამართლო კი არის შანსი, რომ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოირეცხოს ეს ლაქა და საბოლოო განაჩენი გამოუტანოს მოძალადე რეჟიმს
გია აბაშიძე ოპოზიციაზე: როგორც ჩანს, თვითონ მიმდევრებიც ხვდებიან, რომ ამ ძალების გამო ქუჩაში გამოსვლა, უბრალოდ, არ ღირს. სოციალურ ქსელებსა და ეკრანებზე რადიკალიზმი და ხმამაღალი განცხადებები ადვილია, მაგრამ როცა საქმე რეალურ მხარდაჭერაზე მიდგება, საკუთარი ამომრჩეველიც კი ზურგს აქცევს მათ
დავით ჩიხელიძე: პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი არის ისტორიული და პრეცედენტული, რომლის მნიშვნელობაც სცდება პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ეს არის შესაძლებლობა, ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას
დიმიტრი სამხარაძე: შეგიძლიათ, ერთი ყოფილი ან მოქმედი ნაცი მანახოთ, რომელიც კოლექტიური ნაცების პარტიების წევრია და ბოდიში მოეხადა, პირველ რიგში გარდაცვლილების ოჯახის წევრებისთვის და საზოგადოებისთვის? არსებობს კი ასეთი ნაცი, რომელიც ინანიებს ჩადენილ ბოროტებას?- არა
გია აბაშიძე: პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვისთვის გამოყოფილი 3 მილიონი ლარიდან 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დარჩა. ათასი ჭორისა და ინსინუაციის ფონზე, მთავრობის ადმინისტრაციამ ოფიციალური ხარჯები გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ გამოყოფილი თანხის დაახლოებით 76% არ დახარჯულა
არქივი