ნინო წილოსანი საფრანგეთში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტზე: ეს კანონი სრულად ასახავს სულისკვეთებას, რომელიც ჩვენ გვქონდა, როდესაც უცხოური გავლენების შესახებ ვიღებდით კანონს. კიდევ უფრო საინტერესოა განცხადებები, რომლებსაც სენატორები ამ პროექტის განხილვისას აკეთებდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 21 ოქტომბერი 2026, 11:51

ნინო წილოსანი საფრანგეთის სენატში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ გამკაცრების მიზნით შეტანილი კანონპროექტის მიღებას ეხმაურება. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ყურადღებას საკითხის განხილვისას სენატორების განცხადებებზე ამახვილებს ყურადღებას.

„გარდა იმისა, რომ ეს კანონი სრულად ასახავს სულისკვეთებას, რომელიც ჩვენ გვქონდა, როდესაც უცხოური გავლენების შესახებ ვიღებდით კანონს, კიდევ უფრო საინტერესოა განცხადებები, რომლებსაც სენატორები ამ პროექტის განხილვისას აკეთებდნენ. განცხადებები გულისხმობდა იმას, რომ უცხოურმა ჩარევამ, რომელიც შესაძლოა არა მხოლოდ მტრებისგან, არამედ ე.წ. მეგობრებისგან მოედინებოდეს,შესაძლოა სერიოზულად დააზიანოს ამომრჩევლის მოსაზრებები. გულისხმობდნენ იმას, რომ დეზინფორმაცია და სოციალურ ქსელებში გავრცელებული მანიპულაციური კამპანიები გარკვეულწილად აზიანებს ამომრჩევლის ინტერესს და დემოკრატიას ზოგადად, იმ კუთხით, რომ არასწორ განწყობებსა და მოსაზრებებს ავრცელებს და ქმნის“, - ამბობს წილოსანი.

საფრანგეთის სენატმა დემოკრატიულ ცხოვრებაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ონლაინ სივრცეში განზრახ და მასობრივად გავრცელებული ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წინააღმდეგ სასამართლოს ჩარევის შესაძლებლობას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპი: ევროპა უკრაინის ომით დაიღალა. როგორც აშშ-მა, ისე ევროპამ უკრაინაზე უზარმაზარი თანხა დახარჯა, შესაბამისად, ახლა უკრაინამ უნდა მოინდომოს და ომი დაასრულოს
არჩილ გორდულაძე: 14 წელია ქართული საზოგადოება გვავალებს მოელის, სამართლებრივად შეფასდეს "ნაციონალური მოძრაობის" სისხლიანი რეჟიმი და მისი ე.წ. განშტოებები, რომელთაც 2004-2012 წლებში დამხობილი ჰქონდათ სახელმწიფოებრივი წყობილება და 2012 წლის შემდეგ დღევანდელ დღემდე, აგრძელებენ გარე მითითებების დამორჩილებით ხელი შეუწყონ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას
არჩილ გორდულაძე: ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება კანონის უზენაესობის და თავისუფალი მართლმსაჯულების შელახვისა და ზეწოლის მცდელობაა. მოვუწოდებ, მიხედონ თავიანთ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს და თავი დაანებონ დამოუკიდებელი საქართველოს, დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ზეწოლის მოხდენის მცდელობებს
თენგიზ შარმანაშვილი: ჩვენ 1 მლნ 200 ათას ამომრჩეველს დაკვეთის შესაბამის დაპირებას ვუსრულებთ
რადოსლავ სიკორსკი: ვარშავას უკრაინისათვის გადასაცემი Patriot-ის სარაკეტო სისტემები არ გააჩნია
არქივი