გია აბაშიძე: საქართველოს პოლიტიკურ ველზე ანტისახელმწიფოებრივი ძალების პარპაშს წერტილი უნდა დაესვას- ეროვნული ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას. საზოგადოების დიდი ხნის დაკვეთა ნათელია- არა ნაცებს! არა სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედ პოლიტიკურ ძალებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 21 ოქტომბერი 2026, 12:15
დღეს საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს პარლამენტის 88 დეპუტატის სარჩელის არსებით განხილვას ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელო“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“ - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძე აღნიშნავს, რომ  სარჩელში საუბარია კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობებზე, საბოტაჟზე, ადამიანის უფლებების ხელყოფასა და ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე. 

„საქართველოს პოლიტიკურ ველზე ანტისახელმწიფოებრივი ძალების პარპაშს წერტილი უნდა დაესვას — ეროვნული ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას. საზოგადოების დიდი ხნის დაკვეთა ნათელია — არა ნაცებს! არა სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედ პოლიტიკურ ძალებს! საქართველოს სახელმწიფოებრიობა აგენტოკრატიაზე მაღლა დგას. 

 დღეს საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს პარლამენტის 88 დეპუტატის სარჩელის არსებით განხილვას ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო — ლელო“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.

სარჩელში საუბარია კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობებზე, საბოტაჟზე, ადამიანის უფლებების ხელყოფასა და ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე.
 სასამართლოს სხდომები 21, 22 და 23 ოქტომბერს არის ჩანიშნული. სხდომების პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი უზრუნველყოფს.“ - წერს აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი არის ისტორიული და პრეცედენტული, რომლის მნიშვნელობაც სცდება პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ეს არის შესაძლებლობა, ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას
დიმიტრი სამხარაძე: შეგიძლიათ, ერთი ყოფილი ან მოქმედი ნაცი მანახოთ, რომელიც კოლექტიური ნაცების პარტიების წევრია და ბოდიში მოეხადა, პირველ რიგში გარდაცვლილების ოჯახის წევრებისთვის და საზოგადოებისთვის? არსებობს კი ასეთი ნაცი, რომელიც ინანიებს ჩადენილ ბოროტებას?- არა
გია აბაშიძე: პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვისთვის გამოყოფილი 3 მილიონი ლარიდან 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დარჩა. ათასი ჭორისა და ინსინუაციის ფონზე, მთავრობის ადმინისტრაციამ ოფიციალური ხარჯები გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ გამოყოფილი თანხის დაახლოებით 76% არ დახარჯულა
დავით ქართველიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გარე ზეწოლამ შეიძლება გააძლიეროს ეჭვი, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის გამოყენებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასახული პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობენ
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: შენიღბონ მაინც თავისი მორჩილება გარე ძალების მიმართ
არქივი