1
21 ოქტომბერი 2026, 12:19
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპა უკრაინის ომით დაიღალა.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, როგორც აშშ-მა, ისე ევროპამ უკრაინაზე უზარმაზარი თანხა დახარჯა, შესაბამისად, ახლა უკრაინამ უნდა მოინდომოს და ომი დაასრულოს.
„უკრაინას უნდა სურდეს შეთანხმების მიღწევა, რადგან შეერთებულმა შტატებმა უზარმაზარი თანხა დახარჯა, ევროპამაც უზარმაზარი თანხა დახარჯა, ახლა კი ევროპა უკვე დაიღალა ამ ყველაფრით. თუ ისინი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, საბოლოოდ, ჩემი აზრით, ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდება“, - განაცხადა ტრამპმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |