გია აბაშიძე: პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვისთვის გამოყოფილი 3 მილიონი ლარიდან 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დარჩა. ათასი ჭორისა და ინსინუაციის ფონზე, მთავრობის ადმინისტრაციამ ოფიციალური ხარჯები გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ გამოყოფილი თანხის დაახლოებით 76% არ დახარჯულა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 21 ოქტომბერი 2026, 12:22

პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვისთვის გამოყოფილი 3 მილიონი ლარიდან 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დარჩა. ათასი ჭორისა და ინსინუაციის ფონზე, მთავრობის ადმინისტრაციამ ოფიციალური ხარჯები გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ გამოყოფილი თანხის დაახლოებით 76% არ დახარჯულა, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ამის მიზეზი ის იყო, რომ ამ მძიმე დღეებში პროცესში ჩართულმა ადამიანებმა და კომპანიებმა თავიანთი მომსახურება უფასოდ ან შეღავათიან ფასად გასწიეს.


„პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვისთვის გამოყოფილი 3 მილიონი ლარიდან 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დარჩა. ათასი ჭორისა და ინსინუაციის ფონზე, მთავრობის ადმინისტრაციამ ოფიციალური ხარჯები გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ გამოყოფილი თანხის დაახლოებით 76% არ დახარჯულა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ამ მძიმე დღეებში პროცესში ჩართულმა ადამიანებმა და კომპანიებმა თავიანთი მომსახურება უფასოდ ან შეღავათიან ფასად გასწიეს.


რეჟისორმა, მუსიკოსებმა, მომღერლებმა და მგალობლებმა კაპიკიც არ აიღეს - ჰონორარზე უარი თქვეს და საკუთარი შრომა პატივისცემის ნიშნად გაიღეს. კომპანიებმა („პროგრეს სერვისი“, „ლიტექსი-სერვისი“, „ჯითი გრუპი“) ტაძრების დასუფთავება სრულიად უფასოდ იკისრეს, „აქვა გეომ“ კი ათასობით წყალი უსასყიდლოდ გადასცა. სხვა კომპანიებმაც მნიშვნელოვანი შეღავათები გააკეთეს.


დაიხარჯა მხოლოდ ის თანხა, რაც ასეთი მასშტაბის ღონისძიების ორგანიზებისთვის იყო საჭირო: ტაძრებისა და მიმდებარე ტერიტორიების მოწყობა, ეკრანები, გახმოვანება, პირდაპირი ტრანსლაცია, რეგიონებიდან ჩამოსული სალოტბარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირება-დაბინავება, ასევე უცხოელი სტუმრების ოფიციალური მიღება“, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი არის ისტორიული და პრეცედენტული, რომლის მნიშვნელობაც სცდება პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ეს არის შესაძლებლობა, ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას
დიმიტრი სამხარაძე: შეგიძლიათ, ერთი ყოფილი ან მოქმედი ნაცი მანახოთ, რომელიც კოლექტიური ნაცების პარტიების წევრია და ბოდიში მოეხადა, პირველ რიგში გარდაცვლილების ოჯახის წევრებისთვის და საზოგადოებისთვის? არსებობს კი ასეთი ნაცი, რომელიც ინანიებს ჩადენილ ბოროტებას?- არა
გია აბაშიძე: საქართველოს პოლიტიკურ ველზე ანტისახელმწიფოებრივი ძალების პარპაშს წერტილი უნდა დაესვას- ეროვნული ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას. საზოგადოების დიდი ხნის დაკვეთა ნათელია- არა ნაცებს! არა სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედ პოლიტიკურ ძალებს
დავით ქართველიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გარე ზეწოლამ შეიძლება გააძლიეროს ეჭვი, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის გამოყენებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასახული პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობენ
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: შენიღბონ მაინც თავისი მორჩილება გარე ძალების მიმართ
არქივი