პრემიერი: სუბიექტურად, ჩვენთვის შეიძლება პირიქით მომგებიანი იყოს ასეთი განულებული ოპოზიციის არსებობა, თუმცა ეს არ არის კარგი ჩვენი დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემისთვის, ჩვენს პოლიტიკურ სისტემას სჭირდება არა ასეთი, არამედ ჯანსაღი, წელში გამართული და ხალხთან მოლაპარაკე ოპოზიცია და სწორედ ამას ემსახურება საკონსტიტუციო სასამართლოში წამოწყებული პროცესი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 21 ოქტომბერი 2026, 14:32

სუბიექტურად, ჩვენთვის შეიძლება პირიქით მომგებიანი იყოს ასეთი განულებულიოპოზიციის არსებობა, თუმცა ეს არ არის კარგი ჩვენი დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემისთვის. ჩვენს პოლიტიკურ სისტემას სჭირდება არა ასეთი, არამედ ჯანსაღი, წელში გამართული და ხალხთან მოლაპარაკე ოპოზიცია და სწორედ ამას ემსახურება ის პროცესი, რომელიც არის წამოწყებული საკონსტიტუციო სასამართლოში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.


მისივე თქმით, მიმდინარე პროცესშიაღნიშნული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები თავადვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები.

„ხედავთ, რომ არსად რესურსი არ აქვთ ამ პოლიტიკურ პარტიებს. ასეთ დროს თეორიულად შეიძლება დასვან კითხვა, თუ ასეთი სუსტია ამ პარტიათა ერთობლიობა, რა საჭიროა მათი აკრძალვა. ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა. რა თქმა უნდა, სუბიექტურად, ჩვენთვის შეიძლება პირიქითმომგებიანი იყოს ასეთი განულებული ოპოზიციის არსებობა, თუმცა ეს არ არის კარგი ჩვენი დემოკრატიული და პოლიტიკური სისტემისთვის. ჩვენს პოლიტიკურ სისტემას სჭირდება არა ასეთი, არამედ ჯანსაღი, წელში გამართული და ხალხთან მოლაპარაკე ოპოზიცია და სწორედ ამას ემსახურება ის პროცესი, რომელიც არის წამოწყებული საკონსტიტუციო სასამართლოში. თვალყურს ვადევნებდი გამოსვლებს, მათ შორის, ამ ძალების წარმომადგენლების გამოსვლებსდა სასაცილო ის არის, რომ თვითონვე ამტკიცებენ საკუთარი პირით იმას, თუ რატომ არიან ასაკრძალები. მათ შორის, საკუთარი განცხადებებით საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საერთო სასამართლოებთან დაკავშირებით და ა.შ. თვითონვე მიაქვთ საკუთარი პირით მტკიცებულებები საკუთარ აკრძალვასთან დაკავშირებით. ძალიან თვალნათელი გახდება სრულიად საზოგადოებისთვის მე ვფიქრობ ამ დღეების შემდეგ, თუ რატომ არის ეს პოლიტიკური პარტიებიასაკრძალი. ეს ისედაც იცის ჩვენმა საზოგადოებამ, თუმცა ამის დამატებით მტკიცებულებებს იხილავენ სასამართლო პროცესზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი: არეულობის დროს დაკავებულ 2 500 პირიდან 900 ბრალი სისხლის სამართლის წესით წარედგინა
საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს თაღლითური ფინანსური სქემების შესახებ აფრთხილებს
ირაკლი კობახიძე მიწვეულია მსოფლიო მთავრობათა სამიტზე, რომელსაც დუბაი უმასპინძლებს
სოზარ სუბარი: აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები კომისიის დასკვნაში თავმოყრილ უმძიმეს ფაქტებს „ბელეტრისტიკას“, საგამოძიებო კომისიის დასკვნას კი „მოთხრობასა“ და „მხატვრულ თხზულებას“ უწოდებენ, ამით კი ცხადყოფენ, რომ საკუთარ დანაშაულებს არ ინანიებენ
ეკა სეფაშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა
არქივი