ხვიჩა კვარაცხელია: ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა და მაინც ვხვდები, რომ ღმერთმა მე ამირჩია და თუ ამით მე მოედანზე მყოფი სხვა ფეხბურთელები დავიცავი, მზად ვარ ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო. ვიცი, რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 21 ოქტომბერი 2026, 15:59
ხვიჩა კვარაცხელია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც „ბარსელონასთან“ მიღებულ ტრავმაზე წერს. საქართველოს ნაკრების კაპიტანი გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და ამბობს, რომ მოედანზე უფრო ძლიერი უნდა დაბრუნდეს.

„ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა. ბევრს უთქვამს კიდეც, მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს, თამაში ფრედ დამთავრდებოდაო. ეს შეიძლება სიმართლე ყოფილიყო, მაგრამ მე ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ. დიდი დრო არ გასულა, მაგრამ თავში მიტრიალებს - რატომ მაინცდამაინც მე? არასდროს არაფერი დამიკლია ალბათ, ამ თამაშისთვის საუკეთესოდ მოვემზადე, რაც კი ოდესმე მოვმზადებულვარ. ყველაფრისთვის მეგონა მზად ვიყავი, მაგრამ ამისთვის არა და მაინც ვხვდები, რომ ღმერთმა მე ამირჩია და თუ ამით მე მოედანზე მყოფი სხვა ფეხბურთელები დავიცავი, მზად ვარ ეს თვეები შრომაში, ტკივილში, ცრემლებში გავიარო. ვიცი, რომ უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემ გვერდითაა. არ გიღალატებთ! პირობას ვდებ, რომ წამს არ დავაკლებ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. მალე შევხვდებით“, - წერს კვარაცხელია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
POLITICO - უიტკოფი პუტინს: „თქვენ ჰუმანური ადამიანი ხართ… ამას მივესალმები“
რუბიო: აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, აღარ იარსებებდა
ირაკლი კობახიძე: ყველამ კეთილი უნდა ინებოს და როდესაც განიხილება სამართლებრივი საკითხი სასამართლოში, პატივი უნდა სცეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას. ჯერ წაიკითხოს სარჩელი, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და გააკეთონ კომენტარები გადაწყვეტილების შინაარსთან დაკავშირებით. თუ დაინახავენ სამართლებრივ უზუსტობებს ან გაუმართავ შინაარსს, ყველას შეუძლია სამართლებრივი კომენტარები გააკეთოს
გიორგი კახიანი: არავინ სარჩელში „ნაციონალურ მოძრაობას“ ომის დაწყებას არ აბრალებს – მათ სურთ, თავისი მძიმე ქმედებები სახელმწიფო ინტერესებით გადაფარონ
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად დისკრედიტირებულია ოპოზიციის ნაწილი, რომელიც სინამდვილეში არ არის ოპოზიცია და არის უცხოური აგენტურა, ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ საქართველოში გაჯანსაღდეს პოლიტიკური სპექტრი და საკონსტიტუციო სასამართლოში წამოწყებული პროცესი ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია
არქივი