ლადო სადღობელაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის მხოლოდ ერთი პარტია - ეს არის მენტალობა და იდეოლოგიური ქსელი, რომელმაც ფესვები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში გაიდგა. საკონსტიტუციო სასამართლო კი არის შანსი, რომ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოირეცხოს ეს ლაქა და საბოლოო განაჩენი გამოუტანოს მოძალადე რეჟიმს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 21 ოქტომბერი 2026, 17:21

როგორც თავის დროზე კაცობრიობამ ნიურნბერგში სამუდამო განაჩენი გამოუტანა ფაშიზმსა და ნაციზმს, დღეს ქართულმა სახელმწიფომ სამართლებრივად უნდა დაასრულოს ბოროტება, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი იდეოლოგია ჰქვია, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის მხოლოდ ერთი პარტია, ეს არის მენტალობა და იდეოლოგიური ქსელი, რომელმაც ფესვები გაიდგა სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში. მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო კი არის შანსი, რომ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოირეცხოს ეს ლაქა და საბოლოო განაჩენი გამოუტანოს მოძალადე რეჟიმს.


„როგორც თავის დროზე კაცობრიობამ ნიურნბერგში სამუდამო განაჩენი გამოუტანა ფაშიზმსა და ნაციზმს, დღეს ქართულმა სახელმწიფომ სამართლებრივად უნდა დაასრულოს ბოროტება, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი იდეოლოგია ჰქვია.


- „ნაცმოძი“ იყო ორგანიზებული, დანაშაულებრივი, ფაშისტური რეჟიმი, რომლის მთავარი იდეოლოგიაც ძალადობაზე, შიშსა და ხალხის ჩაგვრაზე იდგა.


- დღეს ზოგიერთი ცდილობს ისტორიის გადაწერას, თუმცა საზოგადოებას კარგად ახსოვს, ნაცმოძრაობის აკრძალვასა და სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემას წლების განმავლობაში ითხოვდა თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი. დღეს კი, როდესაც ეს პროცესი სამართლებრივ ჩარჩოში მოექცა, ზოგიერთმა საკუთარი სიტყვები დაივიწყა.


- შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა აღარ არის მხოლოდ ერთი პარტია, ეს არის მენტალობა და იდეოლოგიური ქსელი, რომელმაც ფესვები გაიდგა სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფში. საკონსტიტუციო სასამართლო კი არის შანსი, რომ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოირეცხოს ეს ლაქა და საბოლოო განაჩენი გამოუტანოს მოძალადე რეჟიმსა და მის კოლექტიურ გაგრძელებებს!“ - წერს სადღობელაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე ოპოზიციაზე: როგორც ჩანს, თვითონ მიმდევრებიც ხვდებიან, რომ ამ ძალების გამო ქუჩაში გამოსვლა, უბრალოდ, არ ღირს. სოციალურ ქსელებსა და ეკრანებზე რადიკალიზმი და ხმამაღალი განცხადებები ადვილია, მაგრამ როცა საქმე რეალურ მხარდაჭერაზე მიდგება, საკუთარი ამომრჩეველიც კი ზურგს აქცევს მათ
დავით ჩიხელიძე: პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი არის ისტორიული და პრეცედენტული, რომლის მნიშვნელობაც სცდება პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ეს არის შესაძლებლობა, ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას
დიმიტრი სამხარაძე: შეგიძლიათ, ერთი ყოფილი ან მოქმედი ნაცი მანახოთ, რომელიც კოლექტიური ნაცების პარტიების წევრია და ბოდიში მოეხადა, პირველ რიგში გარდაცვლილების ოჯახის წევრებისთვის და საზოგადოებისთვის? არსებობს კი ასეთი ნაცი, რომელიც ინანიებს ჩადენილ ბოროტებას?- არა
გია აბაშიძე: პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვისთვის გამოყოფილი 3 მილიონი ლარიდან 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დარჩა. ათასი ჭორისა და ინსინუაციის ფონზე, მთავრობის ადმინისტრაციამ ოფიციალური ხარჯები გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ გამოყოფილი თანხის დაახლოებით 76% არ დახარჯულა
გია აბაშიძე: საქართველოს პოლიტიკურ ველზე ანტისახელმწიფოებრივი ძალების პარპაშს წერტილი უნდა დაესვას- ეროვნული ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას. საზოგადოების დიდი ხნის დაკვეთა ნათელია- არა ნაცებს! არა სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედ პოლიტიკურ ძალებს
არქივი