1
21 ოქტომბერი 2026, 18:57
მოსკოვი შესაძლოა სამმხრივ მოლაპარაკებებს „ნოემბრის ათიან რიცხვებში“ დაუბრუნდეს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა სანქტ-პეტერბურგში ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრის შემდეგ. შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა.
უშაკოვის თქმით, საუბრის მთავარი თემა უკრაინაში ომი იყო. მისივე მტკიცებით, რუსეთი მზადაა, ომის დასრულების შემდეგ „რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბება“ განიხილოს.
უშაკოვმა აღნიშნა, რომ პუტინმა უიტკოფს დონალდ ტრამპსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინთან შესაძლო შეხვედრის შინაარსზე „რამდენიმე პრაქტიკული მოსაზრება“ გაუზიარა. ასეთი შეხვედრა შესაძლოა 18–19 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში გაიმართოს.
უშაკოვის თქმით, პუტინმა უიტკოფს ფრონტის ხაზის რუკაც აჩვენა, სადაც რუსეთის ჯარები „ინიციატივას ფლობენ“, და მასთან რუსეთ-ამერიკის შესაძლო ეკონომიკური პროექტებიც განიხილა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |