საფრანგეთის დედაქალაქსა და ქალაქ ლიონში კომენდანტის საათი კიდევ ერთხელ ამოქმედდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 21 ოქტომბერი 2026, 19:57

საფრანგეთის დედაქალაქსა და ქალაქ ლიონში კომენდანტის საათი კიდევ ერთხელ ამოქმედდება. გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე მიიღეს.

პარიზის პოლიციის ინფორმაციით, კომენდანტის საათი 21 ოქტომბერს, 23:00 საათიდან 22 ოქტომბრის დილის 06:00 საათამდე იქნება ძალაში.

შეზღუდვები გავრცელდება პარიზის რესპუბლიკის მოედნისა და ლე-ალის მიმდებარე ტერიტორიებზე. აღნიშნულ ზონებში კომენდანტის საათის განმავლობაში როგორც სრულწლოვანი, ისე არასრულწლოვანი პირების ყოფნა აიკრძალება.

ამასთან, რონის დეპარტამენტის პრეფექტმა, ეტიენ გიომ ლიონში კომენდანტის საათისა და შეკრებების აკრძალვის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

ლიონში შეზღუდვები ასევე 23:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იქნება ძალაში. წინა დღეებში კომენდანტის საათი ორი საათით ადრე, 21:00 საათზე იწყებოდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი – მე მემარჯვენე ვარ და ძარცვის გასამართლებლად სოციალურ მიზეზებს არ ვიღებ, შეიძლება, ადამიანი ღარიბ ოჯახში გაიზარდოს, მაგრამ ეს მაღაზიის გაძარცვას არ ამართლებს
ვრცელდება ძმები ფეიქრიშვილების სატელეფონო და ვიდეოჩანაწერები - გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ე.წ. კანონიერ ქურდებს ელაპარაკებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში Euronews-ის მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
რუსეთი მზადაა, ნოემბერში აშშ-სა და უკრაინასთან მოლაპარაკებები განაახლოს
მერცი უკრაინის კაპიტულაციის შესაძლებლობას გამორიცხავს
არქივი